Thumbnail
  • ნიუ იორკ ნიქსი 111:105 მაიამი ჰიტი
  • ჯეილენ ბრანსონმა თავის გუნდს ულიდერა
  • ჯულიუს რენდლი ნიქსს დაუბრუნდა

მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მაიამი ჰიტმა ნიუ იორკ ნიქსთან სერიის პირველ შეხვედრაში გუნდის მთავარი ლიდერი, ჯიმი ბატლერი დაკარგა, რომელმაც ტრავმა მიიღო და მეორე მატჩი გამოტოვა. მიუხედავად ამისა, ფლორიდელები კიდევ ერთ მოგებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, რადგან მეტოქეს ბოლო პერიოდში 6 ქულით უგებდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც დამარცხდნენ 105:111 და სერიაში ანგარიში გათანაბრდა.

ტომ ტიბოდოს გუნდისთვის მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მათ ჯულიუს რენდლი დაუბრუნდათ, რომელმაც მაიამისთან პირველი შეხვედრა გამოტოვა. 28 წლის კალათბურთელმა ორმაგი დუბლი 25 ქულითა და 12 მოხსნით გაიფორმა, სამმაგამდე კი 2 პასი დააკლდა. ნიქსში ყველაზე შედეგიანი 30 ქულით ჯეილენ ბრანსონი იყო, მან გადამწყვეტ მომენტში თავის გუნდს ულიდერა - როცა ნიქსი საბოლოო სირენამდე 6:41 წუთით ადრე 87:93-ს აგებდა, ბრანსონმა მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო, საიდანაც ნიუიორკელების გაქცევა დაიწყო. საბოლოო და გარდამტეხი სამქულიანი ჯოშ ჰარტმა 101:100-ზე ჩააგდო და ნიქსს 4-ქულიანი უპირატესობა მოაპოვებინა.

მაიამიდან საუკეთესო 22 ქულითა და 8 მოხსნით ქეილებ მარტინი იყო. ერიკ სპოელსტრას გუნდისთვის ჯიმი ბატლერი რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა ეს მილუოკი ბაქსთან სერიაშიც გამოჩნდა. ჰიტის ლიდერს მეორე შეხვედრაშიც სურდა თამაში, მაგრამ კლუბის სამწვრთნელო სტაფმა მისი დასვენება გადაწყვიტა. მიუხედავად მარცხისა, ფლორიდელები სახლში საშინაო უპირატესობით მიდიან.

ამ გუნდებს შორის შემდეგი დაპირისპირება 6 მაისს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები