Thumbnail
  • ნაპრედაკი 0:0 (პენ-2:4) ცრვენა ზვეზდა
  • ირაკლი აზაროვის გუნდი სერბეთის თასის ნახევარფინალში გავიდა

ირაკლი აზაროვის ცრვენა ზვეზდამ სერბეთის თასის მეოთხედფინალში რთული მატჩი მოიგო და ნახევარფინალში გავიდა. ნაპრედაკთან გამართული შეხვედრა უგოლოდ დასრულდა და ცრვენა ზვეზდამ მეტოქეს პენალტების სერიაში 4:2 სძლია.

ირაკლი აზაროვმა მატჩი სრულად ჩაატარა. ქართველმა ფეხბურთელმა პენალტების სერიაში გოლიც გაიტანა, როცა ანგარიში 1:1 იყო, აზაროვმა თავი გამოიჩინა და ცრვენა ზვეზდა დააწინაურა, რის შემდეგაც ნაპრედაკის ფეხბურთელმა პენალტი გააფუჭა.

ცრვენა ზვეზდა სერბეთის თასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც რადნიკისა და ჩუკარიჩკის გამარჯვებულს შეხვდება. აზაროვის კლუბი მომდევნო შეხვედრას 7 მაისს გამართავს, ცრვენა ზვეზდა ვოზდოვაცს ესტუმრება

კომენტარები

ბოლო ამბები