- ლოძი 1:3 დოლინა ჟეშუვი
- ანა კალანდაძე ფინალის პირველი მატჩის MVP გახდა
ანა კალანდაძის დოლინა ჟეშუვმა, პოლონეთის ფრენბურთის ჩემპიონატის ფინალის პირველ მატჩში, ლოძი დაამარცხა - 3:1. კალანდაძის გუნდმა პირველი სეტი მოიგო, თუმცა ლოძის ფრენბურთელებმა ანგარიში მეორე სეტში გაათანაბრეს, რის შემდეგაც დოლინა ჟეშუვის მოთამაშეებმა ზედიზედ ორ სეტში გაიმარჯვეს და ფინალურ სერიაში დაწინაურდნენ.
კალანდაძემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ფინალური სერიის პირველი მატჩის MVP-ც გახდა. ანამ გუნდს ულიდერა და შეხვედრა 25 ქულით დაასრულა.
ქართველი ფრენბურთელის გუნდი საპასუხო მატჩს 6 მაისს უკვე საკუთარ არენაზე გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონის ტიტულს ისტორიაში პირველად მოიგებს.
კომენტარები