Thumbnail
  • მსოფლიო თასს თბილისში 23 ივნისს საფრანგეთიდან ჩამოიტანენ
  • ჯილდო მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა მონაწილე ქვეყანას ესტუმრება

ფიბა-ს მსოფლიო თასმა ხანგრძლივი მოგზაურობა დაიწყო და Trophy Tour-ის ეგიდით საქართველოსაც ესტუმრება. პრესტიჟული ჯილდო საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა მონაწილე ქვეყანას ეწვევა და შესაბამისი საზეიმო ღონისძიებებიც ჩატარდება.

პირველი ქვეყანა, სადაც მსოფლიო თასს ფილიპინებიდან ჩაიტანენ, ლიბანია, მოგზაურობა კი ისევ მანილაში 15 აგვისტოს დასრულდება. საქართველოში ჯილდოს 23 ივნისს საფრანგეთიდან ჩამოიტანენ, თბილისის შემდეგ კი, მარშრუტი სლოვენიაზე გადის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას ისტორიაში პირველად მიიღებს. ტურნირს 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია უმასპინძლებენ.

მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობას 32 ნაკრები მიიღებს, რომლებიც 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოს ნაკრები თამაშებს იაპონიის ქალაქ ოკინავაში ჩაატარებს: 2 აგვისტოს – კაბო ვერდესთან, 28-ში – სლოვენიასთან, ხოლო 30-ში – ვენესუელასთან.

კომენტარები

ბოლო ამბები