- მოთამაშეებს დურანტის გარეგნობის შეძენა შეზღუდული დროით შეეძლებათ
- თამაშის მე-3 სეზონის განახლება 10 მაისსაა დაგეგმილი
NBA-ს სუპერვარსკვლავი კევინ დურანტი პოპულარული ვიდეო თამაშების სერიაში Modern Warfare 2-სა და Warzone 2-ში გამოჩნდება. თამაშის მომხმარებლები მე-3 სეზონის განახლების მოლოდინში არიან. დეველოპერებმა რამდენიმე დღის წინ თიზერი გამოაქვეყნეს, რომელშიც ახალი პერსონაჟი ფიგურირებდა, თავიდან უცნობი იყო, რომელი ცნობილი სახე დაემატებოდა თამაშს, მოგვიანებით კი კომპანიამ “დურანტულას” დამატება საბოლოოდ დაადასტურა.
Call of Duty: Modern Warfare 2-სა და Warzone 2-ში აქამდე სხვა სპორტსმენებიც გამოჩნდნენ, მანამდე თამაშს ისეთი ვარსკვლავები დაემატნენ, როგორებიც არიან: მესი, ნეიმარი და პოგბა. როგორც ჩანს, კომპანია თამაშის პოპულარიზაციის ამ გზას ისევ აგრძელებს და ამჯერად, კალათბურთის სამყაროს გამორჩეული ფიგურა აირჩიეს. სათქმელია ისიც, რომ დურანტი, როგორც Operator შეზღუდული დროით მაღაზიის პაკეტში იქნება ხელმისაწვდომი და მოთამაშეებს მისი გარეგნობის შეძენა შეეძლებათ.
წინა ოპერატორები - მესი, ნეიმარი და პოგბა დაახლოებით 2400 CoD Point-ად იყო შეფასებული. ჯერჯერობით, დურანტის ღირებულება უცნობია. მე-3 სეზონის განახლება 10 მაისსა დაგეგმილი, საიდანაც საქმეში KD-იც ჩაერთვება.
კომენტარები