- ჰენრი სეხუდო ალჯამეინ სტერლინგთან UFC-ის ქამარზე იჩხუბებს
- "ტრიპლ სიმ" პრესკონფერენციაზე მერაბ დვალიშვილი გამოიწვია
დღეს, 5 მაისის გამთენიისას ნიუ ჯერსიში UFC-ის პრესკონფერენცია გაიმართა, რომლის მთავარი ვარსკვლავებიც ალჯამეინ სტერლინგი (22-3) და ჰენრი სეხუდო (16-2) იყვნენ. "ტრიპლ სიმ" კი ერთ-ერთი პასუხის დროს დარბაზში მყოფი მერაბ დვალიშვილიც (16-4) გამოიწვია.
სეხუდო პრესკონფერენციის მიმდინარეობისას დანა უაითსაც მიმართა და UFC-ის პრეზიდენტს სთხოვა, თუ ალჯო წონას ვერ ჩააბარებს, ქამარზე მერაბთან აჩხუბოს.
"რაღაცას ძალიან სწრაფად ვიტყვი. ამ ბიჭმა (სტერლინგი) ჯერ წონა უნდა ჩააბაროს და თუ ამას ვერ მოახერხებს, მერაბ, მოემზადე, რადგან შემდეგ შენ ხარ საყვარელო, იცოდე შენს დასამარცხებლად მოვდივარ! დანა, თუ ალჯო წონას ვერ ჩააბარებს, უზრუნველყავი, რომ რეი ლონგოს უკან მჯდომ ბიჭს უკანალი დავუჟეჟო! შენ ხარ შემდეგი, მერაბ და მზად იყავი, რადგან ამ ბიჭს წონის პრობლემა აქვს, ვიცი, ამიტომ გეუბნები მზად იყავი მეთქი. მიეცით მერაბს მიკროფონი," - თქვა ჰენრიმ.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დვალიშვილს პასუხის გაცემის საშუალება არ მისცეს, თუმცა აწონების ოფიციალური ცერემონია დღეს ჩატარდება და ყველაფერი მას შემდეგ გამოჩნდება. ალჯამეინ სტერლინგი და ჰენრი სეხუდო ერთმანეთს სუპერმსუბუქი წონის ქამარზე დაუპირისპირდებიან. ყოფილი ჩემპიონი ოქტაგონზე 3 წლის შემდეგ ბრუნდება და სურს, ალჯოს ტიტული წაართვას. ბრძოლა კვირას, 7 მაისის გამთენიისას, დაახლოებით, 07:30-ზე დაიწყება.
კომენტარები