Thumbnail
  • მეცის თავდამსხმელმა აპრილში ჩატარებულ 5 მატჩში 6 გოლი გაიტანა
  • 22 წლის ფეხბურთელი საიტის რედაქტორებმა და ფანებმა გამოარჩიეს   

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მეცის 22 წლის ფორვარდი, რომელიც ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია და გუნდს ლიგა 1-ში დაწინაურების შანს უნარჩუნებს, საიტმა MaLigue2-მა გამოარჩია, რომელიც საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში საუკეთესოებს ყოველი თვის შემდეგ ავლენს. 

სანაკრებო პაუზის შემდეგ მეცში დაბრუნებულმა გიორგი მიქაუტაძემ, რომლის გოლით საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიასთან ქულა მოიპოვა (1:1), გატანა კლუბშიც გააგრძელა. გიორგიმ აპრილში გუნდის ღირსება 5 შეხვედრაში დაიცვა და 6 გოლით გამოირჩა. 

"ყველა ჯილდო მეცს ერგო! მას შემდეგ, რაც MaLigue2-მა გუნდის მწვრთნელი ლასლო ბოლონი თვის მწვრთნელად დაასახელა, გიორგი მიქაუტაძის ჯერიც დადგა, რომელმაც რედაქციისა და საიტის მკითხველებისგან ყველაზე მეტი ხმა დაიმსახურა.

მიქაუტაძემ ბობმარდირთა დავაში პოზიციები გაიმყარა. აპრილში 6 გოლი გაიტანა, ჯამში კი ლიგა 2-იშ 20 გოლი დაუგროვდა. მისი წყალობით, მეცი რჩება ლიგა 1-ის საგზურისთვის რბოლაში. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საიტისგან 11 ბალი დაიმსახურა და ამ თვეში უკან ჩამოიტავა ჯოშ მაჯა (ბორდო, 9 ბალი), ნილს ნკუნკუ (8 ბალი, სენტ ეტიენი) და ილან კებალა (2 ბოლაი, პარიზი)", - წერს საიტი. 

 
გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 20 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს, მისი გუნდი კი ლიგა 1-ში გადასვლისთვის იბრძვის. მეცს 33 ტურის შემდეგ 59 ქულა გააჩნია, სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა და 3 ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსან ბორდოს. ლიგა 1-ის საგზურს ორი საუკეთესო გუნდი იღებს. მომდევნო ტურში, 6 მაისს, მეცი სტუმრად ნიორს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები