- სტერლინგმა ქამრის დაცვა მესამედ შეძლო
- სეხუდოს ოქტაგონზე დაბრუნება წარუმატებელი აღმოჩნდა
- 'ქურთუკი 5 წამში აწაპნა' - დვალიშვილმა ო'მალის ჟაკეტი მოიპარა
ალჯამეინ სტერლინგმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამარი ლეგენდარული ჩემპიონის - ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ დაიცვა. 5-რაუნდიანი ბრძოლა, მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დასრულდა.
სტერლინგმა, ჭიდაობაში ოლიმპიურ ჩემპიონს არაფერი დაუთმო, დგომში კი წვდომსა და გაბარიტებში უდიდესი უპირატესობა იდეალურად არა, მაგრამ ისეთ დონეზე გამოიყენა, რომ ტიტულის დაცვისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
საინტერესო ბრძოლა ჩაატარეს ქვე-საშუალო წონის ვარსკვლავებმა - ბელალ მუჰამადმა და გილბერტ ბერნსმა. "დურინიო" ბერნსმა მეორე რაუნდში ხელი იტკინა და დროის დარჩენილი მონაკვეთი მხოლოდ მარჯვენა ხელით ჩხუბობდა - ეს შანსი წარმოშობით პალესტინელმა ამერიკელმა ზუსტად გამოიყენა და ლეონ ედვარდსის წინააღმდეგ ქამრისთვის სწორედ ის იჩხუბებს.
ქვე-მსუბუქ წონით კატეგორიაში, 3-წლიანი პაუზის შემდეგ კრონ გრეისი დაბრუნდა, თუმცა როგორც 3 წლის წინ, დღესაც, ჯიუ-ჯიცუს ლეგენდამ ოქტაგონზე ვერაფრის ჩვენება შეძლო და კანადელ შარლ ჟურდენთან უშანსოდ წააგო.
"ან პირველი ვარ, ან ბოლო - სხვა მოცემულობა ჩემთვის არ არსებობს..." - ამბობდა სეხუდო ბრძოლის შემდეგ, რომელმაც 2016 წლის შემდეგ ოქტაგონზე პირველად წააგო.
კომენტარები