Thumbnail
  • მაიამი ჰიტი 105:86 ნიუ იორკ ნიქსი
  • ფლორიდელებმა სახლში მარტივად მოიგეს და სერიაში დაწინაურდნენ

თუ მაიამი ჰიტს ნიუ იორკ ნიქსთან სერიის მე-2 შეხვედრაში მოსაგებად ჯიმი ბატლერი დააკლდა, ამჯერად ფლორიდელების ლიდერი პარკეტზე იყო და თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ჰიტმა მეტოქეს სახლში მარტივად, 105:86 მოუგო და 2:1 დაწინაურდა.

ბატლერი მაიამის კოჭის ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა, რომელიც მან პირველ მატჩში მიიღო. 33 წლის კალათბურთელი ნიქსთან მოგებულ შეხვედრაში 28 ქულით საუკეთესო იყო. მაქს სტრუსს 19 ქულა ჰქონდა, ბემ ადებაიომ კი ორმაგი დუბლი 17 ქულითა და 12 მოხსნით გაიფორმა.

სპოელსტრას გუნდმა პირველი მეოთხედის შემდეგ მეტოქეს სხვაობის შემცირების საშულაბაც არ მისცა. მეორე პერიოდის დასაწყისში დანკან რობინსონის მიერ ჩაგდებული სამქულიანის შემდეგ, მაიამის მთელი შეხვედრის განმავლობაში ორციფრიანი უპირატესობა ჰქონდა. ნიქსის თამაშიდან სროლის პროცენტული მაჩვენებელი 34% იყო, პერიმეტრიდან კი 20%. 

ტომ ტიბოდოს გუნდიდან ყველაზე შედეგიანი ჯეილენ ბრანსონი იყო. ჯოშ ჰარტსა (15 ქულა და 12 მოხსნა) და ჯულიუს რენდლს (10 ქულა და 14 მოხსნა) კი ორმაგი დუბლები ჰქონდათ.

მაიამი ჰიტსა და ნიუ იორკ ნიქსს შორის სერიის მეოთხე შეხვედრა 9 მაისს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები