Thumbnail

მასობრივი შოუ სტადიონზე და გამარჯვება - კანელო მექსიკაში დაბრუნდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • კანელო ალვარესმა შონ რაიდერი დაამარცხა
  • მექსიკელი მშობლიურ მიწას 13 წლის შემდეგ დაუბრუნდა

საულ "კანელო" ალვარესმა კარიერაში 63-ე ბრძოლა ბრიტანელი ჯონ რაიდერის წინააღმდეგ ჩაატარა და ლონდონელს 12-რაუნდიანი მატჩი ქულებით მოუგო.

დმიტრი ბივოლისთან მარცხის შემდეგ ბევრითვლიდა, რომ კანელოს საუკეთესო დღეები წარსულში დარჩა. მაგრამ გოლოვკინის და რაიდერის დამარცხების შემდეგ მექსიკელი თვლის, რომ თანამედროვე კრივის სახე სწორედ ის არის და არა ჯერვონტა დეივისი, ან ტაისონ ფიური.

ალვარესს მშობლიურ მიწაზე 2010 წლის შემდეგ ბრძოლა არ ჰქონდა ჩატარებული და გვადალახარას საღამო განსაკუთრებული გამოვიდა. მასობრივ შოუს "ესტადიო აკრონზე" 50 000 გულშემატკივარი ადევნებდა თვალს, რაც ძალიან წააგავდა "უემბლიზე" ენტონი ჯოშუასა და ვლადიმირ კლიჩკოს დაპირისპირების ატმოსფეროს.

კრივის სამყაროში ბევრი თვლის, რმ მექსიკელი ლეგენდის შემდეგი ნაბიჯი ბივოლისთან რევანში უნდა იყოს, თუმცა დაუბრუნდება თუ არა კანელო ქვემძიმე წონით დივიზიონს, ჯერ უცნობია.

კომენტარები

ბოლო ამბები