Thumbnail
  • ალჯამეინ სტერლინმა მეგობრის, მერაბ დვალიშვილის შესახებ ილაპარაკა
  • ალჯოს აზრით, ქართველი იმის მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა ალჯამეინ სტერლინგმა (23-3) ჰენრი სეხუდოს (16-3) დამარცხების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მერაბ დვალიშვილის (16-4) შესახებ ისაუბრა. 

ალჯომ ბრძოლის დასრულების შემდეგ შონ ო'მალისთან (16-1) მომხდარ ინციდენტზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ მერაბის მსგავსი მეგობარი ცხოვრებაში ყველა ადამიანს სჭირდება. 

"ზუსტად ვერ დავინახე რა ხდებოდა, ჩემი ფიქრები მაშინ სულ სხვა სამყაროში გახლდათ. საჭირო რომ გამხდარიყო, ო’მალის ზურგზე შევახტებოდი, ყელში მაგრად მოვუჭერდი ხელს და მერე რა იქნებოდა, არ ვიცი. მარტივი რეაქცია მქონდა, ასე ხდება, როცა ჩემს ძმასთან შეხებას ვინმე ცდილობს. 

არის თუ არა მერაბი ეროვნული საგანძური და უნდა დავიცვათ თუ არა ის? გეთანხმებით, მისი მსგავსი მეგობარი ცხოვრებაში ყველას სჭირდება. აქამდეც მითქვამს, თუ ვინმეს დასჭირდება, მერაბი ბოლო ტანსაცმელსაც გაიხდის და უცხო ვინმეს მისცემს. სამწუხაროდ, სამყაროში მისი მსგავსი ბევრი კარგი ადამიანი არ არის. ზოგჯერ ხალხს ავიწყდება, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სასტიკ სპორტში ვართ ჩართულები, ადამიანებად ვრჩებით. მერაბი საუკეთესო მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს პიროვნება ოქტაგონს მიღმა. ის კარგი ადამიანია, ჩვენ კარგი ხალხი ვართ, სულ მცირე, ამის მჯერა. მე ისე ვექცევი შვეიცარს, როგორც UFC-ის პრეზიდენტს, ჩემთვის ადამიანებთან დამოკიდებულების მათი სოციალური სტატუსებით განსაზღვრა მიუღებელია, ასე ვინც იქცევა, იმ ხალხთან ვერ ვიმეგობრებ " - თქვა ალჯომ. 

ალჯამეინ სტერლინგმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამარი მესამედა დაიცვა და მიმდინარე წლის აგვისტო/სექტემბერში იმავეს მეოთხედ გაკეთებას შონ ო’მალისთან შეეცდება. ამ ჩხუბის შემდეგ ტიტულზე მერაბ დვალიშვილი იბრძოლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები