- ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე 22 წლის იტალიელია
- ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში კიდევ 35 ადგილით დაქვეითდა
31 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიის დედაქალაქ რომში იმყოფება და დღეიდან INTERNAZIONALI BNL D'ITALIA-ს (საპრიზო ფონდი 8 637 966) ძირითად ბადეში გასასვლელად იბრძოლებს.
ბასილაშვილი კვალიფიკაციაში 22-ე ნომრად არის განთესილი და საწყის რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე იტალიელ ფლავიო კობოლის შეხვდება.
ნიკა 22 წლის აპენინელს (რეიტინგში 183-ე) კარიერაში პირველად დაუპირისპირდება და თუკი აჯობა, კვალიფიკაციის გადამწყვეტ ეტაპზე იაპონელ ტარო დანიელსა (მე-10 განთესვა) და ამერიკელ ემილიო ნავას შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

ცნობისთვის, შარშან ბასილაშვილი რომის მასტერსზე პირდაპირ ძირითად ბადეში იყო დაშვებული და პირველ რაუნდში დან ევანსს (დიდი ბრიტანეთი) 7:6 (7:2), 6:2 სძლია, შემდეგ კი, კანადელ დენის შაპოვალოვთან 4:6, 6:7 (5:7) დამარცხდა.
ის, რომ ამჯერად ნიკოლოზს თამაში კვალიფიკაციაში უწევს, მისი სარეიტინგო ვარდნით არის გამოწვეული. ATP-მ განახლებული კლასიფიკაცია დღეს გამოაქვეყნა და ქართველი ჩოგბურთელი 336 ქულით 173-ე ადგილამდე დაქვეითდა (35 პოზიცია დაკარგა). ნიკა ასეთ დაბალ საფეხურზე 2015 წლის მარტის შემდეგ არ ყოფილა.
კომენტარები