Thumbnail

ბასილაშვილმა რომის მასტერსის კვალიფიკაციაში მატჩის დასრულება ვერ მოახერხა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბასილაშვილი 2:5 (Ret.) კობოლი
  • ქართველმა ჩოგბურთელმა, სავარაუდოდ, ტრავმა მიიღო

31 წლის ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს წარუმატებელი პერიოდი უდგას. ის ამჯერად იტალიის დედაქალაქ რომში დაწყებული მასტერსის (საპრიზო ფონდი 8 637 966 ევრო) ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა, პირველივე მატჩი წააგო.

ბასილაშვილი INTERNAZIONALI BNL D'ITALIA-ს კვალიფიკაციაში 22-ე განთესვით ჩაება და მსოფლიო რეიტინგში 183-ე ადგილზე მყოფ "უაილდ ქარდის" მქონე იტალიელ ფლავიო კობოლის პირველ სეტში 2:5 ჩამორჩა, რის შემდეგაც თამაში შეწყვიტა. სავარაუდოა, რომ მიზეზი ტრავმა გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ ეს, ბასილაშვილისთვის ზედიზედ მე-7 მარცხი იყო. მისი ბოლო გამარჯვება 18 თებერვლით თარიღდება, როდესაც დოჰას ტურნირის კვალიფიკაციაში თურქ ჯემ ილკელს 6:3, 7:5 სძლია. გასაკვირი არაა, რომ ATP-ს კლასიფიკაციაში ის უკვე 173-ე ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები