- ჰენრი სეხუდო MMA კარიერის დასრულებას აღარ აპირებს
- ამერიკელმა ინსტაგრამზე მერაბ დვალიშვილი გამოიწვია
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა და ქამრის ასევე ექსჩელენჯერმა ჰენრი სეხუდომ (16-3) ინსტაგრამზე მერაბ დვალიშვილი (16-4) გამოიწვია და დანა უაითსაც მიმართა.
ამერიკელი გუშინ, 7 მაისს ტიტულზე ჩხუბში ალჯამეინ სტერლინგთან (23-3) დამარცხდა და ოქტაგონზე განაცხადა, რომ შესაძლოა, ის მისი ბოლო ბრძოლა გახლდათ. თუმცა, ერთ დღეში ჰენრიმ გადაწყვეტილება შეცვალა და ახლა ქართველთან დაპირისპირება უნდა.
"კარიერის დასრულებისგან შორს ვარ. დანა, თეფშზე მერაბ დვალიშვილის თავი მინდა!" - დაწერა სეხუდომ ინსტაგრამზე.
მერაბ დვალიშვილის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში პირველ ადგილზე იმყოფება და ტიტულზე ბრძოლის მთავარი კანდიდატია. ალჯო ამ დივიზიონში კიდევ ერთ მატჩს აგვისტოში ან სექტემბერში გამართავს, შემდეგ წონას შეიცვლის და ქვემსუბუქ კატეგორიაში ავა. ამის შემდეგ "მანქანაც" ქამარზე ბრძოლას ჩაატარებს.
კომენტარები