Thumbnail
  • ოსიმენს ნაპოლისთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს
  • გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია

ნაპოლის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ვიქტორ ოსიმენის აგენტთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Radio Kiss Kiss Napoli ავრცელებს.

დე ლაურენტისმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ის გუნდის ლიდერების შენარჩუნებას გეგმავს, მათ შორის კი ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენია, რომლებიც მისი თქმით ხელშეუხელბლები არიან. როგორც ჩანს, მან ამაზე მუშაობა უკვე დაიწყო - ცოტა ხნის წინ "კორიერე დელო სპორტი" წერდა, რომ ზაფხულში ქართველი ფეხბურთელი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 1 წლით, 2028 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდება. ორშაბათს საღამოს კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოსიმენთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.

მედიაში დიდი ხანია უკვე იწერება ნიგერიელი ფეხბურთელის სხვა გუნდში შესაძლო გადასვლის შესახებ. ამ სეზონის შემდეგ კი ეს თემა უფრო გააქტიურდება. ოსიმენის საბაზრო ღირებულება 100 მილიონი ევროა. შეგახსენებთ, რომ ნაპოლიმ ის 2020 წელს ლილიდან 75 მილიონ ევროდ გაიფორმა. "პარტენოპეისთან" ოსიმენს კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მიუხედავად ამისა, დე ლაურენტისმა გულშემატკივრები დაამშვიდა და აღნიშნა, რომ ნიგერიელის გაყიდვა მის გეგმებში არ შედის. სხვადასხვა გამოცემაში იწერება, რომ ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის გაყიდვასაც ნაპოლი გეგმავს სამხრეთკორეელი კიმ მინ-ჯეა, რომელსაც კონტრაქტი 2024 წლის ივლისში ეწურება.

კომენტარები

ბოლო ამბები