- საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრების ლიდერი ფრანგ მეტოქესთან დამარცხდა
- ძიუდო | შავდათუაშვილმა ჰაშიმოტოსთან წააგო და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 დღეს მედლის აღების შანსი დაკარგა. შეგახსენებთ, რომ ასპარეზობას ადრეულადვე გამოეთიშა 73 კგ-მდე წონითი კატეგორიის ლიდერი ლაშა შავდათუაშვილი, მალევე კი ტატამი დამარცხებულმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) დატოვა.
ეს უკანასკნელი კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს პირვლობაში მე-2 წრიდან ჩაერთო, სადაც ჩინელი ქი საი ვაზარით დაამარცხა, მერვედფინალში კი ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ სარა ლეონი სისკეს (საფრანგეთი) სახით გაცილებით ძლიერი მეტოქე ჰყავდა.
საინტერესოა, რომ ლიპარტელიანს იუნიორებსა და დიდებში სისკესთან ყველა – ექვსივე ორთაბრძოლა წაგებული ჰქონდა და ნავსი ვერც ამჯერად გატეხა. დაძაბული შეხვედრა “გოლდენ სქორში” გადავიდა, სადაც სისკემ გადამწყვეტი ვაზარი მიითვალა.
ხვალ, 10 მაისს, მსოფლიოს ჩემპიონატზე 2 ქართველი ძიუდოისტი გამოვა. 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილი, ხოლო 63 კგ-ში – ეთერ ასკილაშვილი. ამ დროისთვის ქართული დელეგაციის აქტივში ერთადერთი მედალია. ბრინჯაოს მოპოვება გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ.) მოახერხა.
კომენტარები