- რეალი 1:1 მანჩესტერ სიტი
- 'საპასუხო მატჩისთვის დიდი მოტივაცია გვაქვს' - ანჩელოტი სიტისთან ფრეზე
- 'ერთ კვირაში ფინალია' - რა თქვა გვარდიოლამ რეალთან მატჩზე
- 📅 17 მაისი | 🏟 ეტიჰადი ⌚ | 23:00 | ⚽ მანჩესტერ სიტი V რეალი
პეპ გვარდიოლამ მთავარს მიაღწია - "სანტიაგო ბერნაბეუზე" არ წააგო ორი განსხვავებული ტაიმებისგან შემდგარ მატჩში, რომლის პირველ ტაიმში სიტი მეტოქეს სჯობდა და გოლი გაუშვა და მეორეში რეალი მეტოქეს სჯობდა და ასევე გოლი გაუშვა, ესპანელ სპეციალისტს შარშანდელი მარცხის შურისძიების შანსი აქვს.
კარლო ანჩელოტიმ ზუსტად ის შემადგენლობა დააყენა, რომელსაც ვარაუდობდნენ, ტრავმირებული მენდის ნაცვლად დაცვის მარცხენა ფრთაზე ისევ კამავინგა დადგა, ხოლო დისკვალიფიცირებული მილიტაო, რიუდიგერმა ჩაანაცვლა. მოსალოდნელი იყო პეპ გვარდიოლას 11-ეულიც, მაჰრეზი და ფოდენი სკამზე დარჩნენ.

გუნდები ლიგის ბოლო ოთხ გათამაშებაში მესამედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ლიგის პლეი ოფის სტადიაში. ასე რომ, ისინი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ. მატჩი დაიწყო და "ბერნაბეუზე" ყველაფრის ბატონ-პატრონი ინგლისური კლუბი იყო, ბურთი პეპის გუნდს ჰქონდა, უფრო მწვავედ ის უტევდა და კურტუასაც ხშირად აწუხებდა. 36-ე წუთზე ყველაფერი მოულოდნელად შეიცვალა, კამავინგამ ფლანგზე რეიდი მოაწყო და ვინისიუსმა შეტევა საჯარიმოს გარედან დარტყმით დასრულა - 1:0.
მეორე ტაიმი, პირიქით, მადრიდელთა უპირატესობით დაიწყო და... გოლი მანჩესტერ სიტიმ გაიტანა, როდრიმ მასპინძელთა შეტევა ჩაშალა, გიუნდოგანმა ბურთი კევინ დე ბრუინს დაუგორა და ბელგიელმაც საჯარიმოს გარედან გაათანაბრა - 1:1. გოლის ეპიზოდს ანჩელოტის გაფრთხილებაც მოყვა.
მატჩის ბოლო წუთებზე ძალზე სახიფათო იყო ჩუამენის შორეული დარტყმა. რეალის ბოლო შეტევებმა შედეგი არ გამოიღო - 1:1. როგორც აღმოჩნდა, ამ მატჩში ქარიმ ბენზემა და ერლინგ ჰაალანდი მეორეხარისხოვანი როლებით დაკმაყოფილდნენ.
საპასუხო მატჩი "ეტიჰადზე" 17 მაისს გაიმართება და ფინალისტის ვინაობაც იმ თამაშში გაირკვევა. სიტიმ შესანიშნავ შედეგს მიაღწია, მადრიდში არ წააგო და ახლა უფრო ახლოსაა მიზანთან.
საინტერესო ფაქტები
🟠 რეალის სასტარტოს 11 ფეხბურთელიდან 9 ასევე სასტარტოში იყო შარშანდელ დაპირისპირებაში ამ გუნდებს შორის. მხოლოდ რიუდიგერი და კამავინგა არ იყვნენ.
🟠 ვინისიუს ჟუნიორმა მე-15 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე. მან ამ ნიშნულს 22 წლის და 301 დღის ასაკში უწია. ის მესამე ყველაზე ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკელია მესის და როდრიგოს შემდეგ.
🟠 კარლო ანჩელოტიმ ლიგაზე გუნდი 190-ედ გაიყვანა და სერ ალექს ფერგიუსონის რეკორდი გაიმეორა.
🟠 რეალმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტაიმში 1 გოლი 1 დარტყმით სულ მცირე, 2003/04 სეზონიდან მოყოლებული პირველად გაიტანა.
🟠 მას მერა, რაც მსგავსი სტატისტიკა ითვლება ედუარდო კამავინგა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ლიგის ნახევარფინალში საგოლე პასი გააკეთა - 20 წლის და 180 დღის.
🟠 ზედიზედ მესამე სეზონია, კევინ დე ბრუინს ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში გააქვს. 2021-ში მან პსჟ-ს გაუტანა, 2022-ში და დღეს - რეალს.
🟠 კევინ დე ბრუინმა ლიგაზე 14 გოლი გაიტანა, აქედან 7 შორი დისტანციიდან. ბოლო ათწლეულში ასეთი პროცენტული მაჩვენებელი (50%) არავის აქვს (მინიმუმ 10 გოლი).
რეალი 1:1 მანჩესტერ სიტი
გოლები: 1:0 ვინისიუსი (36. კამავინგას პასით), 1:1 დე ბრუინი (67. გიუნდოგანის პასით)
რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, რიუდიგერი, ალაბა, კამავინგა - ვალვერდე, კროოსი (84. ჩუამენი), მოდრიჩი (87. ნაჩო) - როდრიგო (81. ასენსიო), ბენზემა, ვინისიუსი
მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - უოკერი, სტოუნსი, რუბენ დიაში, აკანჯი - დე ბრუინი, გიუნდოგანი, როდრი - ბერნარდო სილვა, ჰალაანდი, გრილიში.
კომენტარები