Thumbnail
  • ტატო გრიგალაშვილის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
  • ეთერ ასკილაშვილი სადებიუტო დაპირისპირებაში ანგოლელ მეტოქესთან დამარცხდა

კატარის დედაქალაქ დოჰაში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება, სადაც მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტატამიზე ეთერ ასკილაშვილი (-63 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) გავიდნენ. ასკილაშვილმა სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა.

ეთერის მეტოქე პირველ წრეში ანგოლელი დიასნოემა მუკუნგუი იყო, რომელთანაც დამატებით დროში დამარცხდა. ორივე ძიუდოისტს 2-2 შიდო ჰქონდა, მუკუნგუი ბოლო შეტევებში უკეთ გამოიყურებოდა და გამარჯვებაც მას დარჩა.

ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის შესანრჩუნებლად იბრძოლებს. ფინალში მისი მეტოქე ბელგიელი მატიას კასე იქნება. ტატომ ფინალამდე ოთხ მეტოქეს მოუგო.

გრიგალაშვილმა მეორე რაუნდში მაროკოელ აშრაფ მუტის მარტივად აჯობა, ტატომ მეტოქეს იპონით სძლია.


ქართველ ძიუდოისტს მერვედფინალში ტაჯიკი შოდმონ რიზოევი შეხვდა, მან მეტოქეს ჯერ ვაზარი აუღო, რის შემდეგაც მესამე შიდოც მიაღებინა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.


ტატომ მეოთხედფინალში ვაჰიდ ბორჩაშვილს მოუგო. დაძაბული ბრძოლის ბედი ოქროს ქულამ გადაწყვიტა, მან ვაჰიდი ვაზარით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.


გრიგალაშვილმა სამხრეთკორეელ ჯონჰვან ლისთან ძიუდოს მასტერკლასი უჩვენა გულშემატკივრებს. ქართველმა 35 წამში მეტოქეს ორი ვაზარი აუღო და ფინალში ბელგიელ მატიას კასეს დაუპირისპირდება, რომელთანაც ბოლო ორი ფინალური დაპირისპირება მოგებული აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები