Thumbnail

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირთა სიას 22 გოლით ლიდერობს, მეცი კი, 62 ქულით მესამე ადგილზეა, 3 ქულით ჩამორჩება მეორე ადგილზე მყოფ ბორდოს და ლიგა 1-ში გადასვლის შანსი აქვს. არაერთი ჟურნალისტის აზრით, ეს სწორედ ქართველი თავდამსხმელის დამსახურებაა, რადგან მნიშვნელოვან შეხვედრებში ის ყოველთვის თავს იჩენს და თავის გუნდს ქულების დაგროვებაში ეხმარება.

ფრანგმა ჟურნალისტმა, მოჰამედ ტუბაშ-ტერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეცი მიქაუტაძეს 15 მილიონ ევროდ ყიდის. იმ შემთხვევაში, თუ კლუბი მოახერხებს ლიგა 1-ში გადასვლას, მენეჯმენტი ყველაფერს ეცდება, რომ გიორგი შეინარჩუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეცი მას ტრანსფერზე დააყენებს.

წყაროს ცნობით, ინტერესი ფრანგული და ინგლისური კლუბებიდანაა და საჭიროების შემთხვევაში, მეცი მას 12 მილიონ ევროდაც (+ბონუსები) გაუშვებს. როგორც ცნობილია, მიქაუტაძის დამატებით უკვე დიდი ხანია ბარნლია დაინტერესებული, შესაბამისად, ტუბაშ-ტერიც შესაძლოა, ვენსან კომპანის კლუბს გულისხმობდეს.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს. შემდეგ შეხვედრას მეცი 13 მაისს გრენობლის წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები