Thumbnail
  • კიმ მინ-ჯეს მანჩესტერში გადასვლის შანსი მაღალია
  • ნაპოლიში მის შემცვლელად კოსტას მავროპანოსს განიხილავენ

ბოლო დღეებია, იტალიური გამოცემები ნაპოლიდან კიმ მინ-ჯეს წასვლის შესახებ აქტიურად წერენ. ამჯერად, ტელეკომპანია RAI იტყობინება, რომ სამხრეთკორეელი ფეხბურთელის მანჩესტერ იუნაიტედში გადაბარგება გადაწყვეტილია. კიმის გამოსასყიდი ფასი 45 მილიონს აღემატება, ინგლისელები კი თანახმა არიან ნაპოლის 60 მილიონი ევრო გადაუხადონ.

გარდა ამისა, დღესვე Tuttomercatoweb წერდა, რომ 15 ივლისისთვის კიმ მინ-ჯე უკვე მანჩესტერის ფეხბურთელი იქნება. ასე რომ, შანსი მართლაც დიდია. თავის მხრივ, ნეაპოლში უკვე მის შეცვლაზეც ფიქრობენ.

მავროპანოსი ნაპოლის ინტერესის სფეროშია

აქამდე ყველაზე აქტიურად ბერგამოს ატალანტას მცველის ჯორჯო სკალვინის ასახელებდნენ, მაგრამ 19 წლის ფეხბურთელი დაახლოებით 40 მილიონი ღირს, რაც ნაპოლისთვის ძვირია. თანაც, სკალვინის არაერთი მსურველი ჰყავს. სამაგიეროდ, ჰორიზონტზე გამოჩნდა კიმის ახალი პოტენციური მემკვიდრე - შტუტგარტის ბერძენი მცველი კოსტას მავროპანოსი, რომლის ფასი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე - სკალვინის.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლიმ კიმ მინ-ჯე გასულ ზაფხულს ფენერბაჰჩედან 18 მილიონ ევროდ შეიძინა. სამხრეთკორეელმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და გუნდის შეუცვლელ ფიგურად იქცა.

კომენტარები

ბოლო ამბები