Thumbnail

სუპერლიგის ფინალისტები ცნობილია - ცინცაძის სამმაგი დუბლი მარგვეთთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კავკასია 79:84 რუსთავი - რუსთავმა სერია დახურა და ფინალში ითამაშებს
  • მარგვეთი 80:91 თსუ - გიორგი ცინცაძემ მარგვეთთან მატჩი სამმაგი დუბლით დაასრულა

სუპერლიგის ნახევარფინალური ეტაპის სერიები დასრულდა. რუსთავმა კავკასიას დაძაბულ ბრძოლაში 5 ქულით მოუგო - 84:79. რუსთავს ტრეი კორფტმა ულიდერა. მან 34 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. ამერიკელმა 16-დან 8 ორქულიანი და 7-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.

კავკასია ბოლო პერიოდის წინ 4 ქულას იგებდა, თუმცა რუსთავმა ბოლო მეოთხედი 9 ქულით მოიგო და სერია 3:1 დაასრულა.

მეორე ფინალისტი თსუ გახდა. ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა მარგვეთს 11 ქულით სძლია და სერია 3:1 დახურა. გიორგი ცინცაძემ მატჩი სამმაგი დუბლით დაასრულა - 22 ქულა, 10 მოხსნა და 12 პასი. თსუ-ის უპირატესობა 25 ქულასაც აღწევდა, მარგვეთმა ერთ მომენტში სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა, მაგრამ თამაში ვეღარ გადაარჩინა. კავკასია და მარგვეთი მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები