Thumbnail
  • ორი ოქრო პირველად! ქართული ფინალი მაისურაძემ მოიგო
  • ლუკა მაისურაძემ ფინალის შემდეგ ასპარეზობა შეაჯამა

კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში ქართული ფინალი ვიხილეთ. 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე ლაშა ბექაურს დაუპირისპირდა და დამატებით დროში ვაზარით სძლია. ოქროს მედლის მოგების შემდეგ, ლუკა მაისურაძემ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ასეთი გამარჯვებებით კიდევ ბევრჯერ გაახარებს ქართველ ქომაგს.

''მინდა მივულოცო საქართველოს ეს მაგარი დღე, როცა ორი ქართველი გავედით ფინალში და დოჰაში საქართველოს ჰიმნი ავაჟღერეთ. ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს. ყოველთვის უნდა იფიქრო, რომ ბოლომდე იბრძოლებ და გაიმარჯვებ, ცუდი ფიქრი გონებაში არ უნდა შეუშვა. მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი და ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს. კიდევ ბევრჯერ ვიზეიმებთ ასეთ გამარჯვებას'', - განაცხადა მაისურაძემ.

ხვალ, ტატამიზე 100 კგ-მდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გავლენ და საქმეში ორ ქართველს ვიხილავთ. ილია სულამანიძე მე-2 წრეში ჯაფარ კოსტოევსა (არაბეთის გაერთიანებული საამიროები) და გონჩიგსურენ ბატხუიაგს (მონღოლეთი) შორის უმჯობესს დაელოდება. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ასევე მე-2 რაუნდში ავტარ სინგისა (ინდოეთი) და ეშლი გონსალესის (რუმინეთი) ორთაბრძოლაში გამარჯვებულს დაელოდება.

კომენტარები

ბოლო ამბები