Thumbnail
  • რომა 1:0 ლევერკუზენი
  • იუვენტუსი 1:1 სევილია
  • საპასუხო მატჩები 18 მაისს გაიმართება

უეფას ევროპალიგაში პირველი ნახევარფინალური მატჩები გაიმართა, რის შემდეგაც იტალიური ფინალის ალბათობა შემცირდა, რადგან ჟოზე მოურინიოს რომამ კი მოიგო მშობლიურ "ოლიმპიკოზე", მაგრამ მაქსიმილიანო ალეგრის იუვენტუსი შინ სევილიასთან ბოლო წამებზე გადაურჩა მარცხს და ახლა ყველაფერი "სანჩეს პისხუანზე" გადაწყდება. 

ჟოზე მოურინიომ პირველი დუელი კი მოუგო ჩაბი ალონსოს, მაგრამ არც ამ დაპირისპირებაში გამოკვეთილა რამე. რომამ 20 წლის ედოარდო ბოვეს გოლის წყალობით გაიმარჯვა ლევერკუზენზე. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ბასკს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტა. 

ენ-ნესირიმ სევილია დააწინაურა, მაგრამ ანდალუსიელებმა ბოლომდე ვერ გაძლეს

იუვე თითქმის მთელი მატჩი აგებდა იუსეფ ენ-ნესირის გოლის შემდეგ, თუმცა მე-7 კომპენსირებულ წუთზე შეცვლაზე შესულმა მცველმა ფედერიკო გატიმ არეულობით ისარგებლა და სევილიას კარში უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა - 1:1. 

რომა 1:0 ლევერკუზენი

გოლი: 1:0 ბოვე (63. აბრაჰამის პასით)

რომა (3-5-2): პატრისიო - მანჩინი, კრისტანტე, იბანიესი - ჩელიკი, ბოვე (76. ვეინალდუმი), მატიჩი, პელეგრინი, სპინაცოლა - ბელოტი (76. დიბალა), აბრაჰამი

ლევერკუზენი (3-4-2-1): ჰრადეცკი - კოსუნუ (36. ბაკერი), ტაპშობა, თა - ფრიმპონგი, პალასიოსი, ანდრიხი (92. ამირი), ინკაპიე - მუსა დიაბი (72. ადლი), ვირტცი - ჰლოჟეკი (72. აზმუნი)

იუვენტუსი 1:1 სევილია

გოლები: 0:1 ენ-ნესირი (26. ოკამპოსის პასით), 1:1 გატი (97. პოგბას პასით)

იუვენტუსი (3-5-1-1): შჩესნი - დანილო, ბონუჩი (61. გატი), ალექს სანდრო - კუადრადო, მირეტი (46. კიეზა), ლოკატელი, რაბიო, კოსტიჩი (46. ილინგ ჯუნიორი) - დი მარია (70. პოგბა) - ვლაჰოვიჩი (62. მილიკი)

სევილია (4-2-3-1): ბონო - ხესუს ნავასი, ბალდე, გუდელი, აკუნია - ფერნანდო, რაკიტიჩი - ოკამპოსი (34. მონტიელი), ო. ტორესი (73. ა. გომესი), ხილი (81. ლამელა) - ენ-ნესირი.

კომენტარები

ბოლო ამბები