Thumbnail
  • ერლინგ ჰაალანდს ბრწყინვალე თამაში პირველივე სეზონში დაუფასდა
  • ჟურნალისტებისგან მან ხმების 82 პროცენტი მიიღო

პირველივე სეზონში ასეთი წარმატება ძალიან დასაფასებელი ამბავია!

მანჩესტერ სიტის ნორვეგიელი გოლეადორი ერლინგ ჰაალანდი ინგლისში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ფეხბურთზე მწერალი ჟურნალისტების გამოკითხვაში მან ხმების 82 პროცენტი (!) მიიღო. შეგახსენებთ, რომ შარშან ეს წოდება ლივერპულის ეგვიპტელ შემტევს, მოჰამედ სალაჰს ჰქონდა. წლის საუკეთესოს ინგლისში ფეხბურთზე მწერალ ჟურნალისტთა ასოციაცია (FWA) ასახელებს.

ერლინგ ჰაალანდი მანჩესტერ სიტიში გასულ ზაფხულს, დორტმუნდის ბორუსიადან გადავიდა და პირველსავე სეზონში რეკორდები მოხსნა. ინგლისის პრემიერლიგაში ნორვეგიელს ამ დროისთვის 32 მატჩში 35 გოლი აქვს გატანილი, რითაც ენდი კოულისა და ალან შირერის (34-34 გოლი) მიღწევა გააუმჯობესა.

ჰაალანდს სიტის ფორმით უკვე 51 გოლი აქვს გატანილი

საერთო ჯამში, 22 წლის ჰაალანდს სიტის მაისურით 51 გოლი აქვს გატანილი და თავის პირველივე სეზონში სამი ტიტულის მოგება შეუძლია - სიტი ინგლისის ჩემპიონატის ლიდერია, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია, ხოლო ასოციაციის თასზე უკვე ფინალშია, სადაც 3 ივნისს მანჩესტერ იუნაიტედს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები