Thumbnail
  • დიდია ალბათობით, ზაფხულში ვიქტორ ოსიმენი ნაპოლის დატოვებს
  • ნიგერიელის ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად ჯონათან დავიდი განიხილება

ნაპოლის თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სხვა კლუბში გადავიდეს, მიუხედავად იმისა, რომ აფრიკელ შემტევს კონტრაქტის ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურება.

მას არაერთ ევროპულ გრანდს უკავშირებენ, ბოლო დროს კი, წინა პლანზე მანჩესტერ იუნაიტედი გამოვიდა, რომელსაც ნეაპოლელთა ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება ნამდვილად შეუძლია.

Il Mattino წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისს ოსიმენის შენარჩუნება სურს, რისთვისაც ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ გარკვეულ შეთავაზებაზე უარის თქმა მაინც შეუძლებელი იქნება.

დავიდი, ჩაკვეტაძე და ქვილითაია გენტში

ამიტომაც, იტალიური გამოცემის თანახმად, დე ლაურენტისს ოსიმენის პოტენციური მემკვიდრე უკვე შერჩეული ჰყავს.

ის ფრანგული ლილის თავდამსხმელი ჯონათან დავიდია. 23 წლის კანადელს ლიგა 1-ში ბრწყინვალე სეზონი აქვს. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ნაპოლიმ ოსიმენიც სწორედ ლილიდან დაიმატა. 

ჯონათან დავიდმა მიმდინარე სეზონში 36 მატჩში 21 გოლი გაიტანა, გასულ სეზონში კი თავი 19 გოლით გამოიჩინა. ის 2018-2020 წლებში ბელგიურ გენტში თამაშობდა, სადაც გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას თანაგუნდელი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები