Thumbnail
  • მაიამი ჰიტი 96:92 ნიუ იორკ ნიქსი
  • მაიამიმ სერია 4-2 მოიგო და კონფერენციის ფინალში თამაში უფლება მოიპოვა
  • ჰიტმა მიზანს ბატლერისა და ადებიაოს შედეგიანი თამაშის წყალობით მიაღწია

მაიამი აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი ოფის ფინალშია. ჰიტმა ნიქსს მეექვსე დაპირისპირება საკუთარ მოედანზე 4 ქულის სხვაობით მოუგო და სერიის გამარჯებული გახდა - 4-2. 

"ამერიქან ეირლაინს არენაზე" მასპინძლების რიგებში გამორჩეული ჯიმი ბატლერი იყო, რომელმაც 24 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. 

"ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით მიზანს", - თქვა თამაშის შემდეგ მაიამის ლიდერმა. 

შედეგიანი იყო მისი თანაგუნდელი ედრის ადებაიოც, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა - 23 ქულა, 9 მოხსნა. 

ორივე გუნდში ყველაზე მეტი ქულა ნიუიორკელმა ჯეილენ ბრანსონმა მიითვალა - 41. ორმაგი დუბლი ჰქონდა ჯულიუს რენდლის - 15 ქულა, 11 მოხსნა.

სხვათა შორის, ნიქსს ჰქონდა შანსი, მატჩის ბოლო წამებზე გაეთანაბრებინა ანგარიში, მაგრამ ჯერ ჯეილენ ბრანსონმა, როდესაც მისი გუნდი 2 ქულით ჩარმოჩებოდა (90-92), შეტევაში ბურთი დაკარგა, შემდეგ კი კვენტინ გრაიმსმა, სირენამდე 14 წამით ადრე, 90:94-ზე, პერიმეტრიდან ფარს ააცილა.

NBA-ს ისტორიაში მაიამი გახდა მეორე, ხოლო 24-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი გუნდი, რომელიც პლეი ოფში მე-8 ნომრად იყო განთესილი და თავისი კონფერენციის ფინალში გასვლა მოახერხა. ბოლოს მსგავსი რამ სწორედ ნიუ იორკ ნიქსმა შეძლო - 1999 წელს. მაშინ ნიქსი პლეი ოფის ფინალშიც გავიდა, მაგრამ სან ანტონიო სპურსთან დამარცხდა.

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში მაიამის ბოსტონი-ფილადელფიას წყვილში გამარჯვებულთან მოუწევს დაპირისპირება, რომელიც სერიის მეშვიდე თამაშში უნდა გაიარკვეს. 

რაც შეეხება ნიქსს, ნიუ იორიკი 2000 წლის შემდეგ ვერ ახერხებს კონფერენციის ფინალში გასვლას. უფრო ხანგრძლივი წარუმატებელი სერია ლიგაში (კონფერენციის ფინალის მიღმა დარჩენა) ვაშინგტონს (1979 წლიდან) და შარლოტს (არასდროს) ჰქონიათ. 

კომენტარები

ბოლო ამბები