- ბადრი ყაველაშვილმა მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
- ზაზა ნადირაძემ ნახევარფინალური გაცურვა მოიგო და ფინალშია
უნგრეთის ქალაქ სეგედში ნიჩბოსნობის მსოფლიოს თასის პირველი ეტაპი მიმდინარეობს, რომელშიც წარმატებით იასპარეზა ქართველმა ნიჩბოსანმა ბადრი ყაველაშვილმა. 200-მეტრიან დისტანციაზე მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ერთადგილიან კაიაკით (ბაიდარა) 200 მეტრი დისტანცია 27 წლის ყაველაშვილმა 36.32 წამში დაძლია, ის მხოლოდ ორ ლიეტუველს ჩამორჩა, არტურას სეჟას და იგნას ნავაკაუსკასს.
შეგახსენებთ, რომ ბადრი ყაველაშვილი 2019 წლის ევროპის ჩემპიონია 23-წლამდელთა შორის, მაშინ მან ჩეხეთში კაიაკით 200 მეტრ დისტანციაზე ყველას აჯობა.
ფედერაციის პრეზიდენტი და გამორჩეული ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ფინალშია, მან ნახევარფინალური გაცურვა მოიგო. ფინალი 18:20-ზე დაიწყება. კიდევ ერთი ქართველი ნიჩბოსანი გია გაბედავა კი B ფინალში იასპარეზებს.
კომენტარები