- ტედი რინერმა მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში მე-11-ედ მოიგო
- ფრანგმა ძიუდოისტმა ფინალურ დაპირისპირებაში რუსი ინალ ტასოევი დაამარცხა
ფრანგმა ძიუდოისტმა ტედი რინერმა დოჰაში გამართულ ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო. რინერი ფინალში რუს ინალ ტასოევს შეხვდა და მას დაძაბულ ბრძოლაში აჯობა.
მსოფლიო ძიუდოს ლეგენდამ ტატამიზე 7 წუთი და 41 წამი გაატარა. რინერმა მეტოქეს ვაზარით აჯობა და 2017 წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატი პირველად მოიგო. ფრანგმა ძიუდოისტმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-11 ოქროს მედალი მოიპოვა.
ტედიმ ფინალამდე 6 მეტოქე დაამარცხა: ვლადუტ სიმონესკუ (რუმინეთი), კასპერ შჩუროვსკი (პოლონეთი), ოდხუუგინ ცეცენცენგელი (მონღოლეთი), ტაცურუ საიტო (იაპონია), თემურ რახიმოვი (ტაჯიკეთი) და ინალ ტასოევი (რუსეთი). ამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლებს ალიშერ იუსუპოვი (უზბეკეთი) და რაფაელ სილვა (ბრაზილია) დაეუფლნენ.
კომენტარები