Thumbnail

ისტორიული მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოსთვის - მთავარი ფაქტები

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • დოჰაში ქართველ ძიუდოისტებს წარმატებული ჩემპიონატი ჰქონდათ
  • ქართული ძიუდოს ისტორიული ფაქტები

კატარის დედაქალაქ დოჰაში დასრულდა მსოფლიოს ინდივიდიუალური ჩემპიონატი ძიუდოში, რომელიც ქართული ძიუდოსთვის ისტორიული გამოდგა.

ტატო გრიგალაშვილი პირველი ქართველი (საქართველოს სახელით) ორგზის მსოფლიოს ჩემპიონია

ტურნირში, რომელშიც 99 ქვეყნის 657 ჯუდოკა მონაწილეობდა, საქართველომ ოთხი მედალი მოიპოვა: მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) და ლუკა მაისურაძე (-90 კგ), ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურს (-90 კგ) დარჩა, ხოლო ბრინჯაო ჩემპიონატის დებიუტანტმა გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ) მოიპოვა. 

ქართული ფინალი დოჰაში ლუკა მაისურაძე ლაშა ბექაურის წინააღმდეგ

ქართული ძიუდოს ისტორიული ფაქტები

🟠 მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველომ ორი ოქრო ისტორიაში პირველად მოიპოვა (გრიგალაშვილი, მაისურაძე).

🟠 ტატო გრიგალაშვილი გახდა პირველი ძიუდოისტი, ვინც საქართველოს სახელით ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. აქამდე ქართველთაგან ეს თემურ ხუბულურმა შეძლო, ოღონდ, საბჭოთა კავშირის სახელით. ილიას ილიადისი (ჯარჯი ზვიადაური) სულაც სამგზის ჩემპიონია, ოღონდ, საბერძნეთის სახელით.

🟠 ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართული ფინალი ვიხილეთ - მაისურაძე ბექაურის წინააღმდეგ. 

🟠 ვაჟთა საერთო ჩათვლაში საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა, რაც ასევე პირველად მოხდა. 

🟠 საქართველოს სახელით უკვე 7 მსოფლიოს ჩემპიონი გვყავს: ლუხუმ ჩხვიმიანი (2019), ლაშა შავდათუაშვილი (2021), ავთანდილ ჭრიკიშვილი (2014), ტატო გრიგალაშვილი (2022, 2023), ირაკლი ცირეკიძე (2007), ლუკა მაისურაძე (2023), გურამ თუშიშვილი (2018).

🟠 4 მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ოთხჯერ ჰქონდა - 2014 წელს და ბოლო სამ ტურნირში. 

კომენტარები

ბოლო ამბები