Thumbnail
  • ოლიმპიაკოსი 19:10 დინამო თბილისი
  • დინამო თბილისმა ჩემპიონთა ლიგაზე

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მე-13 ტურში დინამო თბილისმა სეზონში მეთერთმეტედ წააგო. ქართულმა კლუბმა მატჩი ოლიმპიაკოსთან 9 ბურთით დათმო - 10:19.

დინამო თბილისის მხრიდან 6 გოლი ბესარიონ ახვლედიანის ანგარიშზეა, თითო გოლი ანდრია ვლაჰოვიჩმა, არტიომ ძიხწიარენკამ, რევაზ იმნაიშვილმა და მაქსიმ მალიშაუმ გაიტანეს. ბერძნებმა პირველი სამი მეოთხედი მოიგეს და მხოლოდ ბოლო მეოთხედი დასრულდა ფრედ.

აღსანიშნავია, რომ დინამო თბილისი მეოთხე სეზონია, რაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. პირველ სეზონში გუნდმა შეძლო ერთი გამარჯვების მოპოვება (მარსელი), მეორეში ორი მატჩი მოიგო (ორივე იადრანთან), მესამეშიც - ორი (იადრანთან და ოლიმპიაკოსთან). ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში დინამო თბილისმა მე-7 გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ დინამომ ზედიზედ ორი მატჩი ისტორიაში პირველად მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები