- რაული თუთარაულმა პოლონურ ორგანიზაციაში იჩხუბა
- ქართველი მებრძოლის მეტოქე ბელგიელი დონოვან დესმაე იყო
რაული თუთარაულმა ევროპის საუკეთესო ორგანიზაციაში მეორედ იჩხუბა. რომან შიმანსკისთან პირველი რაუნდში დამარცხების შემდეგ, თუთარაული ოქტაგონზე გავიდა, ბელგიელ დონოვან დესმაეს შეხვდა და მსაჯების გადაწყვეტილებით მეტოქე დაამარცხა. ამ ბრძოლამდე დესმაეს კარიერაში 16 მოგება და 7 მარცხი ჰქონდა.
თუთარაული ოქტაგონზე 39-ედ გავიდა. ქართველმა მებრძოლმა კარიერაში 32-ე ბრძოლა მოიგო, მას მხოლოდ 7 მარცხი აქვს. KSW-ში გადასვლამდე, თუთარაულმა ზედიზედ 5 ბრძოლა მოიგო. ქართველმა მებრძოლმა GFC 16-ზე ადილ ბორანბაიევთან ქამარი მოიპოვა, რომელიც GFC 18-ზე ობერდან ტენორიოსთან დაიცვა.
შეგახსენებთ, რომ რაული თუთარაულის გარდა, KSW-ში სოფია ბაღიშვილიც ჩხუბობს, რომელმაც 22 აპრილს ბრძოლა ბრაზილიელ მარია სილვასთან დათმო.
კომენტარები