- ნაცუ ბაშოს პირველ საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი აკუას დაუპირისპირდა
- ქართველი რიკიში ბანძუკეში ჯურიოს მეხუთე ნომრის პოზიციაზეა
ნაცუ ბაშოს პირველ საშეჯიბრო დღეს ქართველი რიკიში ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე, ჯურიოს დასავლეთ მეხუთე ნომერ აკუას დაუპირისპირდა და მეტოქესთან იორიკირის ილეთით დამარცხდა.
საწყისი შეჯახების შემდეგ იაპონელმა ქართველს მავაში კარგად დაუმალა, თავად კი ტოჩინოშინისას მისწვდა. ლევანმა ხელი კი გააშვებინა, ჯანით ტავარას მიღმა გადაყვანაც სცადა და შემდეგ ხელებით ძირს დაქნევაც, თუმცა აკუამ თავი კარგად დაიცვა და მიძალების შემდეგ ქართველი დოჰიოდანაც გადააგდო.
ტოჩინოშინი მაისის ბაშოს ჯურიოს აღმოსავლეთ მეხუთე ნომრის სტატუსით შეხვდა და რეიტინგში წინსვლისათვის სუპერტურნირის დადებითი ბალანსით დასრულება სჭირდება. ხვალ, მეორე საშეჯიბრო დღეს, ქართველი სუმოისტი ჯურიოს მე-4 ნომერ როგას შეხვდება.
კომენტარები