- ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღესაც დამარცხდა
- ლევან გორგაძემ ამჯერად რუს სუმოისტთან წააგო
ქართველი რიკიში ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე, ნაცუ ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს როგას დაუპირისპირდა და მეტოქესთან უვატენაგეს ილეთით დამარცხდა. გორგაძეს მაისის ბაშოზე ჯერ გამარჯვება არ აქვს მოპოვებული.
საწყისი შეჯახების შემდეგ როგა ტოჩის მავაშიში მარცხენა ხელით შევიდა, მცირე მიძალების შემდეგ ქართველმა ფეხის მყარად დადგმა ვერ შეძლო, დატვირთვას მოერიდა, დაუსრიალდა და ძირს, ტავარაზე დაეცა. რუსეთის მოქალაქე როგამ აქტივში პირველი გამარჯვება ჩაიწერა, ლევანმა კი - მეორე მარცხი.
ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ ტოჩინოშინს 2 წაგება და 0 გამარჯვება აქვს. ხვალ, 16 მაისს, ლევანი ჯურიოს მე-6 ნომერ ჰაკუიოზანს შეხვდება. გორგაძე ჯურიოს დივიზიონის აღმოსავლეთ მე-5 ნომერია და თუ მაკუუჩის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნება სურს, სუპერტურნირი დადებითი ბალანსით უნდა დაასრულოს.
კომენტარები