Thumbnail
  • 📅 16 მაისი | 🏟 სან სირო ⌚ | 23:00 | ⚽ ინტერი V მილანი
  • სიმონე ინძაგის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში ინტერი მილანს უმასპინძლებს. სიმონე ინძაგის გუნდმა 1 კვირის წინ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა და ახლა მისი დაცვა მოუწევს.

"ნერაძური" ფინალთან ძალიან ახლოსაა, რაც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ინძაგიმაც თქვა, მაგრამ იცის, რომ ცივი გონებით მოქმედება დასჭირდებათ:

"ეჭვი არ მეპარება დიდი მხარდაჭერა გვექნება, გულშემატკივრები ყოველთვის ჩვენთან იყვნენ. მატჩის საუკეთესოდ ინტერპრეტაციას ცივი გონება და თბილი გული დასჭირდება. კორეამ სასუოლოსთან შეცვლა მოითხოვა, მაგრამ უახლოეს მომავალში შევაფასებთ მის მდგომარეობას. სავარაუდოდ, ითამაშებს, თუმცა დარწმუნებული არ ვარ. ხვალინდელი მატჩი ინტერის ასწლოვან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. დამსახურებული უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ვეთამაშებით გუნდს, რომელსაც ხარისხიანი შეტევა ჰყავს. ეს მატჩი უაღრესად მნიშვნელოვანია, გვინდა ბოლომდე მივიდეთ, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ოცნების ასრულებასთან".

ინტერის თავკაცმა რომელუ ლუკაკუს მდგომარეობასა და კლემენ ტურპინზე ისაუბრა, რომელიც ხვალინდელ შეხვედრას იმსაჯებს: "ლუკაკუს იცნობთ, იცით, რისი გაკეთება შეუძლია. ის ბოლო ერთი თვის განმავლობაში შესანიშნავია. ის და ბროზოვიჩი დიდი ხანია ჩემს განკარგულებაში არიან, მაგრამ არ ვიცი, შეძლებს თუ არა, რომელუ ზედიზედ მესამე მატჩის თამაშს. მსაჯებზე თითქმის არ ვლაპარაკობ. პირველ მატჩში ბასტონიზე კრუნიჩის დარტყმა არბიტრს სხვაგვარად უნდა შეეფასებინა, მაგრამ პრობლემა არაა. ვიცით, რომ ტურპინი ფრანგია, როგორც მილანის რამდენიმე ფეხბურთელი, მაგრამ ეს საერთოდ არ არის პრობლემა".

შეგახსენებთ, რომ ინტერი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბოლოს 2010 წელს იყო. ამ ტურნირზე მილანური დერბი ორჯერ შედგა: 2002/03 წლების სეზონის ნახევარფინალში, ხოლო ორი სეზონის შემდეგ მეოთხედფინალში და ორივეჯერ მილანმა გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლო ამბები