Thumbnail

'შეიძლება ითამაშოს' - პიოლი ლეაოსა და ინტერთან დერბიზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში ინტერი მილანს უმასპინძლებს. სტეფანო პიოლის გუნდმა 1 კვირის წინ ორბურთიანი სხვაობით წააგო და ახლა ჩამორჩენის ამოქაჩვაზე თამაში მოუწევს.

მიუხედავად რთული სიტუაციისა, "როსონერის" მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი ოპტიმისტურადაა განწყობილი. როგორც მან თქვა, მის გუნდს შეუძლია სიტუაციის შეცვლა. პიოლიმ თავდაპირველად, ცხადია, რაფაელ ლეაოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გააკეთა კომენტარი:

"გუნდი საუკეთესოდ ემზადება, მონდომებით და კონცენტრაციით, რომ პირველ თამაშზე უკეთ ითამაშოს და გაიმარჯვოს. ლეაო უკეთაა, როგორც კრუნიჩი და მესიასი, წესით, ისინი გუნდის განკარგულებაში უნდა იყვნენ, ეს დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ გამოჩნდება. თუ ყველაფერი ისე წავა, როგორც დაგეგმილია, სამივე მზად იქნება. ლეაო დღევანდელ ვარჯიშს სრულად თუ ჩაატარებს, ხვალ ითამაშებს".

პიოლიმ ხვალინდელი დერბი დელა მადონინას შესახებ თქვა: "ვფიქრობ, ადვილი არ არის ხვალინდელი მატჩისთვის მომზადება, მაგრამ ფინალში გასვლა ჯერ კიდევ შეგვიძლია, რასაც ვერავინ იწინასწარმეტყველებდა. ახლაც არავინ ფიქრობს, რომ ფინალში გასვლა შეგვიძლია. მათი შეცდომები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რადგან ინტერი შეცდომებს აუცილებლად დაუშვებს. ჩამორჩენით ვიწყებთ, თუმცა ვიცით, რომ გვაქვს ის თვისებები, რაც საჭიროა სიტუაციის შესაცვლელად. მსაჯი? არ მიყვარს ამაზე საუბარი, კომენტარის გარეშე".

შეგახსენებთ, რომ მილანი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბოლოს 2007 წელს იყო. ამ ტურნირზე მილანური დერბი ორჯერ შედგა: 2002/03 წლების სეზონის ნახევარფინალში, ხოლო ორი სეზონის შემდეგ მეოთხედფინალში და ორივეჯერ მილანმა გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლო ამბები