- WhoScored-ის სეზონის მიმდინარე რეიტინგი ფეხბურთელებისთვის
- პირველი წაგება ჩემპიონის რანგში - ნაპოლის მონცამ აჯობა
ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში ფანტასტიკური სეზონი აქვს - სკუდეტო სადებიუტო სეზონში და სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელობაზე განაცხადი. ეს მართალია, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში, როგორც ნეაპოლურ კლუბს, ისე თავად ხვიჩას მცირე კრიზისი აქვთ. კვარაცხელიამ ბოლოს ტორინოსთან 19 მარტს გამოიჩინა თავი (გოლი+საგოლე პასი), მას მერე კი 11 ოფიციალური მატჩია (1 ეროვნულ ნაკრებში, 2 ჩემპიონთა ლიგაზე, 8 სერია A-ში), რაც შედეგიანი ქმედება (გოლი ან საგოლე პასი) არ ჰქონია. ეს კი მისი ანტირეკორდის გამეორებაა, რომელიც მას 18 წლის ასაკში (2019 წლის შემოდგომით) ჰქონდა.
ნეაპოლურ კლუბს ბოლო 10 შეხვედრაში მხოლოდ 3 მოგება აქვს (4 ფრე, 3 მარცხი). ამ ცუდმა ფორმამ სპალეტის გუნდს სკუდეტო ვეღარ წაართვა (იმდენად წინ იყო ნაპოლი კონკურენტებთან ბრძოლაში), მაგრამ ცუდი სერია ჩემპიონთა ლიგასთან გამომშვიდობებად დაუჯდა სამხრეთულ კლუბს. ხვიჩა კი ორთვიანმა მშრალმა სერიამ, შესაძლოა, იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის გარეშე დატოვოს. კონკურენტი ძალიან სერიოზულია, მისივე თანაგუნდელი ვიკტორ ოსიმენი.
პირველი ოსიმენი, მეორე კვარაცხელია
WhoScored-ის სერია A-ს ფეხბურთელთა რეიტინგში ძირითადად ხვიჩა არის ხოლმე წინ, თუმცა ბოლო ტურის შემდეგ, როცა ნაპოლი მონცასთან 0:2 დამარცხდა, ნიგერიელმა ქართველს ოდნავ გადაასწრო. ამ შეხვედრაში ვიკტორმა (7.0 შეფასება) შეუცვლელად ითამაშა, ხვიჩამ (6.2) მხოლოდ ერთი ტაიმი. კვარაცხელიას 1 დარტყმა და 1 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა მხოლოდ.

სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელები [WhoScored]
1. ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 7.45 (-0.02)
2. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.44 (-0.04)
3. მატია ძაკანი (ლაციო) – 7.20 (0)
4. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო) – 7.20 (+0.04)
5. პაულო დიბალა (რომა) – 7.19 (0)
ხუთეულიდან გავარდა არმან ლორიენტე (7.11-ით მხოლოდ მე-9 ადგილზეა), ხოლო დაბრუნდა მილინკოვიჩ-სავიჩი, რომელმაც გოლი გაიტანა. ლაუტარო მარტინესი კი ქულებით დიბალას დაეწია. ვინ დაასრულებს იტალიის ჩემპიონატს პირველ ადგილზე, კვარაცხელია თუ ოსიმენი ბოლო სამი ტური გამოაჩენს.
უკუსვლა გრძელდება
კვარაცხელია ევროპის TOP 5 ლიგების ფეხბურთელთა მიმდინარე რეიტინგის ათეულიდან წინა ტურის შემდეგ გავარდა, ახლა კი მე-11 პოზიციიდან მე-15-მდე ჩაინაცვლა. არადა, ერთი პერიოდი ქართველი მე-5 ადგილზეც იყო.

TOP 5 ლიგების საუკეთესო ფეხბურთელები [WhoScored]
1. ლიონელ მესი (პსჟ) – 8.33 (-0.01)
2. კილიან მბაპე (პსჟ) – 7.84 (+0.05)
3. ნეიმარი (პსჟ) – 7.71 (0)
4. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) – 7.67 (0)
5. ქარიმ ბენზემა (რეალი) – 7.62 (0)
6. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) – 7.61 (-0.02)
7. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 7.60 (0)
8. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი) – 7.58 (+0.01)
9. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 7.52 (+0.02)
10. იოზუა კიმიხი (ბაიერნი) – 7.50 (0)
...15. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.44 (-0.04)
ათეულში მხოლოდ ორი ცვლილებაა: გრიზმანი ხუთეულიდან გავარდა, ხოლო ლევანდოვსკიმ მე-9 პოზიციაზე აინაცვლა. ხვიჩაზე წინ არიან: 11. ჰარი კეინი (ტოტენჰემი. 7.47), 12. ნიკლას ფიულკრუგი (ვერდერი. 7.45), ოსიმენი და 14. რემი კაბელია (ლილი. 7.45). ქულებით მას ასევე გაუთანაბრდნენ უატარა და ტრიპიერი. ასე რომ, ოცეულშიც ადგილი შესანარჩუნებელია.
კვარაცხელიას და კომპანიას შემდეგი თამაში ინტერთან "მარადონაზე" ელის, ნაპოლის პირველ წრეში მარცხისთვის შური აქვს საძიებელი, ხოლო ხვიჩას 2-თვიანი მშრალი სერია, იმედია, წარსულს ჩაბარდება.
TOP 5 ლიგების საუკეთესო ფეხბურთელები. U23 [WhoScored]
1. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 7.60 (0)
2. ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი) – 7.58 (+0.01)
3. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.44 (-0.04)
4. დანგო უატარა (ლორიანი) – 7.44 (0)
5. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი) – 7.43 (-0.04)
TOP 5 ლიგების საუკეთესო ტანდემები
ლიონელ მესი ➡ კილიან მბაპე (პსჟ) – 10
კევინ დე ბრუინი ➡ ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 8
ხვიჩა კვარაცხელია ➡ ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 6
ბრუნო ფერნანდეში ➡ მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 6
ალასან პლეა ➡ მარკუს ტურამი (გლადბახი) – 6.
ბუკაიო საკა ➡ გაბრიელ მარტინელი (არსენალი) - 5
სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ➡ ჩირო იმობილე (ლაციო) – 5
ბრედლი ბარკოლა ➡ ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი) – 5
ფლორიან სოტოკა ➡ ლოის ოპენდა (ლანსი) – 5
მუსა დიაბი ➡ ჯერემი ფრიმპონგი (ლევერკუზენი) – 5
რემი კაბელია ➡ ჯონათან დევიდი (ლილი) – 5
მაიკლ ოლისე ➡ ებერეჩი ეზე (კრისტალ პალასი) - 5
კომენტარები