Thumbnail
  • ქართველი მაისის ბაშოზე ზედიზედ მესამედ დამარცხდა
  • ტოჩინოშინმა ჰაკუიოძანთან ოშიდაშის ილეთით წააგო

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოს მე-3 სატურნირო დღეს ჯურიოს მე-6 ნომერს, იაპონელ ჰაკუიოძანს დაუპირისპირდა, რომელსაც ამ ბრძოლამდე 1 მოგება და 1 წაგება ჰქონდა და ზედიზედ მესამედ დამარცხდა.

მძლავრი შეჯახების შემდეგ, ტოჩინოშინმა მეტოქის მავაშის აღება სცადა, მაგრამ ჰაკუიოძანმა თავი კარგად დაიცვა, შემდეგ კი მიაწვა და საბოლოო ჯამში, დოჰიოდან მარტივად გადაიყვანა. გორგაძემ ამჯერად, ოშიდაშის ილეთით წააგო.

ქართველი რიკიშის მოგება-წაგებათა ბალანსი 0-3-ზეა. ხვალ მისი მეტოქე ჯურიოს მე-4 ნომერი, ოშომა იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე 2 მოგება და 1 მარცხი აქვს. შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძეს მაკუუჩი დივიზიონში დასაბრუნებლად დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები