Thumbnail
  • მიუნხენის ბაიერნს 70 მილიონი ევრო ებევრება
  • ჟოაო კანსელოს თავისი მომავლის გარკვევა მალევე სურს

ჟოაო კანსელოს სიტუაცია გაურკვეველია. პორტუგალიელი ბაიერნში მანჩესტერ სიტიდან გასულ ზამთარს იჯარით გადავიდა. გერმანული კლუბის ხელმძღვანელობა მისი თამაშით უკმაყოფილოა და შესაძლოა, 28 წლის მცველი გუნდში არ დაიტოვონ.

შეთანხმების თანახმად, ბაიერნს კანსელოს გამოსყიდვა 70 მილიონ ევროდ შეუძლია. "რეკორდამისტერის" ხელმძღვანელობას არ სურს ამხელა თანხა გადაიხადოს მოთამაშეში, რომელიც ძირითადად გუნდს სათადარიგოთა სკამიდან ეხმარება. ბაიერნი აპირებს სიტის თანხის დაკლებაზე გაესაუბროს, თუმცა ისიც იცის, რომ ინგლისური კლუბი პორტუგალიელს უფრო იაფად არ გაყიდის.

აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ ჟოაო ბაიერნს დატოვებს და ინგლისში დაბრუნდება, რათა თავისი მომავალი გაარკვიოს. კანსელოს გუნდში დატოვება არც "ქალაქელებს" სურთ და სავარაუდოდ, ჟოაოს ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.

სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, პორტუგალიელის ტრანსფერით დაინტერესებულია ბარსელონა. კატალონიურ კლუბს კანსელოს იჯარით დამატება სურს. საქმეშია მიკელ არტეტა და მისი არსენალიც. თავად ფეხბურთელს სურს, რომ თავისი მომავალი ზაფხულის დასაწყისშივე გაარკვიოს, რადგან იმ შემთხვევაში, თუ სიტი და ბაიერნი მასზე უარს იტყვიან, ახალ კლუბს მალე შეეწყოს.

კომენტარები

ბოლო ამბები