Thumbnail

ფორმულა 1 | ემილია-რომანიას გრან-პრი წყალდიდობის გამო გაუქმდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მონცაში რბოლა 19-21 მაისს იყო დაგეგმილი
  • პილოტებს შეჯიბრისთვის მზადება დღეს უნდა დაეწყოთ

ემილია-რომანიას გრან-პრი, რომელიც იტალიაში მომავალ უქმეებზე უნდა ჩატარებულიყო, წყალდიდობის გამო გაუქმდა. იტალიური რეგიონის ხელისუფლების განცხადებით, მათ არ შეუძლიათ რბოლისთვის შესაბამისი პირობები შექმნან, რადგანაც საგანგებო რეჟიმში მუშაობა უწევთ.

გუნდებს შეჯიბრისთვის მზადება დღეს უნდა დაეწყოთ, თუმცა, ტრასის მიმდებარე ტერიტორია დატბორილი დახვდათ. იუწყებიან, რომ შესაბამისი სამუშაოები იმის გამო ვერ ჩატარდა, რომ ადგილობრივი საგანგები სამსახურის წარმომადგენლები სხვა კრიტიკულ ლოკაციებზე არიან გადანაწილებულნი.

შეგახსენებთ, რომ იმოლას ტრასაზე გრან-პრის ეტაპი 19-21 მაისს იყო დაგეგმილი. მოლაპარაკების დროს განიხილებოდა მისი სხვა დროს გადატანის ვარიანტიც, თუმცა, შესაბამისი თარიღის მოძიება ვერ მოხერხდა. ამდენად, იტალიაში მორიგი რბოლა მხოლოდ გაისად ჩატარდება.

ფორმულა 1-ის 2023 წლის ჩემპიონატს 119 ქულით მაქს ფერსტაფენი (რედ ბული) ლიდერობს, რომელსაც კვალში თანაგუნდელი სერხიო პერესი (105) უდგას, მე-3 ადგილზე კი ასტონ მარტინის პილოტი ფერნანდო ალონსოა (75).

კომენტარები

ბოლო ამბები