- მანჩესტერ სიტი 4:0 (1:1) რეალი
- მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა რეალთან გამარჯვებაზე ისაუბრა
მანჩესტერ სიტი ჩემპიონთ ლიგის ფინალშია! ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა მადრიდის რეალს საპასუხო ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა (ორი მატჩის ჯამში 5:1) და გადამწყვეტ შეხვედრაში მილანის ინტერს დაუპირისპირდება.
"ეტიჰადზე" გამართული მატჩის შემდეგ ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ რეალთან წარმატებაზე ისაუბრა:
"წარმატების ყოველთვის გჯერა, მაგრამ ასეთ უპირატესობას მაინც არ ველოდი. ვთამაშობდით შარშანდელიდან დატოვებული ტკივილებით. წარმოუდგენლად ენერგიულები ვიყავით და ვმოქმედებდით ძალიან ინტენსიურად. წინა თამაშში შუამარბი უკან მყავდა დაყენებული, ამ მატჩში - წინ და შევძელით თავისუფალი ზონების პოვნა. უფრო მოქნილები გავხდით და ძალიან კარგები ვიყავით. საკუთარ მოედანზე ვგრძნობთ საკუთარ ძალას. გავუტანეთ არსენალს, რეალს, ბაიერნს…
ვფიქრობდი იმაზე, რაც შარშან კურტუამ შეძლო. "ოქროს ბურთი" ბენზემას კი მიაკუთვნეს, მაგრამ ტიბოსთვის რომ მიეცათ, დაუმსახურებელი ნამდვილად არ იქნებოდა.
როგორი სეზონი აქვს როდრის! მის გარეშე ასე შორს ვერ გავაღწევდით. ყველა ჰაალანდზე ლაპარაკობს, მაგრამ როდრი საუკეთესო ნახევარმცველად იქცა. არ ვიცი, თუ არის ვინმე მასზე ძლიერი. ის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
ფინალში იტალიური გუნდი გველოდება. იტალიელებისთვის კი არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე ის, რომ არ მიიჩნეოდნენ ფავორიტებად. მაგრამ ჩვენ გვექნება დრო მოსამზადებლად".
მანჩესტერ სიტი-რეალის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, ბუნებრივია, ბერნარდო სილვა დასახელდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა:
"ჩვენთვის ბრწყინვალე საღამოა. ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა, მაგრამ შინ მადრიდელების ანგარიშით 4:0 დამარცხება… არაჩვეულებრივი გრძნობაა კიდევ ერთხელ ფინალში გასვლა… იმედია, ამჯერად გავიმარჯვებთ.
პირველი თამაშის შემდეგ თავს არცთუ კარგად ვგრძბობდი. დღეს ვალდებული ვიყავი, მეტი გამეკთებინა ჩემი თანაგუნდელებისთვისაც და გულშემატკივრებისთვის. თავით კარგად ვთამაშობ, არა? მაღალი არ ვარ, მაგრამ თავით კარგი ვარ".
2022/23 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალური დაპირისპირება 10 ივნისს, სტამბოლში, ათათურქის სახელობის არენაზე გაიმართება. მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში მეორედ ითამაშებს და მის პირველად მოგებას შეეცდება.
კომენტარები