Thumbnail

მორიგი მარცხი ნაცუ ბაშოზე - ტოჩინოშინმა ლიდერთან წააგო

ალექსანდრე ჯავახიშვილი პროფილის ფოტო
ალექსანდრე ჯავახიშვილი
  • ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეხუთე ბრძოლა წააგო
  • შიმაძუუმი დაუმარცხებელია და 5-დან 5 მოგება აქვს

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში სუმოს სუპერტურნირი მიმდინარეობს. ქართველი სუმოისტი, ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი მე-5 საშეჯიბრო დღეს ნაცუ ბაშოს ძურიო დივიზიონის დასავლეთის მე-6 ნომერ შიმაძუუმის შეხვდა, რომელიც მაისის ბაშოზე დაუმარცხებლად ასპარეზობს. ტოჩინოშინმა ამ ბრძოლაში იორიკირის ილეთით წააგო და ზედიზედ მე-5 მარცხი გაიფორმა.

ბრძოლა სუმოისტებმა მძლავრი შეჯახებით დაიწყეს და ორივე მათგანი მავაშის აღებას ცდილობდა, რაც საბოლოო ჯამში, შიმაძუუმის ორივე ხელით გამოუვიდა, ტოჩინოშინს მაგრა მიაწვა და მოუგო. იაპონელი სუმოისტი, რომელსაც დღეს 27 წელი შეუსრულდა, მიმდინარე ბაშოზე შესანიშნავად გამოიყურება და 5-დან 5 მოგებით ლიდერია. რაც შეეხება გორგაძეს, 35 წლის მებრძოლს ეტყობა, რომ ცუდ ფორმაშია და ტრავმები აწუხებს.

ტოჩინოშინს მაისის ბაშოზე 5-დან 5 წაგება აქვს. შეგახსენებთ, რომ მაკუუჩი დივიზიონში დასაბრუნებლად მას დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება. ხვალ, 19 მაისს მისი მეტოქე დასავლეთის მე-7 ნომერი ტაკაკენტო იქნება, რომელსაც 2 მოგება და 3 მარცხი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები