Thumbnail

სან ანტონიო სპურსმა დრაფტის ლატარია მოიგო და უდიდესი ალბათობით, მომავალი სეზონისთვის უდიდეს ტალანტად აღიარებულ ფრანგ კალათბურთელ ვიქტორ ვემბანიამას აიყვანს.

ჯერჯერობით, გაურკვეევლია, თუ რა ზეგავლენას იქონიებს ეს სანდრო მამუკელაშვილის მომავალზე, რომელსაც ტექსასელებთან კონტრაქტი აღარ გააჩნია და სპურსში გატარებული საკმაოდ კარგი პერიოდის მიუხედავად, გარანტირებული არაფერი აქვს.

საინტერესოა, რომ ამ დღეებში სან ანტონიომ გასულ სეზონში მამუს ტოპ-მომენტების ვიდეო გამოაქვეყნა და იქნებ, ეს მისი გუნდში დარჩენი წინაპირობაც იყოს. მითუმეტეს, რომ ამას სპურსის ქომაგების აბსოლუტური უმრავლესობაც ითხოვს. აი, რას წერენ ფანები:

"მამუ ბორის დიაუს მაგონებს. იმედია, მის შენარჩუნებას მოვახერხებთ".

"დღევანდელი სპურსის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მოთამაშეა, მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მრავალმხრივი უნარების მქონე მაღლების ერა დგება. დაცვაში უკეთესი მუშაობის შემთხვევაში, მომავალ სეზონში როტაციაში მეტი წუთი უნდა ჰქონდეს".

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გუნდს მოგვიანებით შემოუერთდა და ბევრი დროც არ ჰქონია, გარკვეული უნარები უკვე გამოამჟღავნა და სპურსს კარგად მოერგო".

"გაუფორმეთ მას მრავალწლიანი კონტრაქტი! ის ხომ მხოლოდ 23 წლისაა!!!".

"ჩვენ ის გვჭირდება!".

"მამუ უნდა დარჩეს! ჩვენ ის გვიყვარს!".

"მისი თამაშის ხილვა სიამოვნებაა, სპურსის დნმ აქვს, ამიტომ გთხოვთ, დატოვეთ".

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილმა სპურსში 19 მატჩი (7 სასტარტოში, 2 ორმაგი დუბლი) ჩაატარა და ჩინებული საშუალო სტატისტიკა ჰქონდა: 23.3 წუთი, 10.8 ქულა, 6.8 მოხსნა და 2.4 პასი. საინტერესოა, რომ მილუოკი ბაქსთან შედარებით, სანდროს შედეგიანობა ზუსტად 4.5-ჯერ გაიზარდა (დრო – 2.5-ჯერ). ზაფხულში მამუკელაშვილი შეზღუდული თავისუფალი აგენტი ხდება. თუ სპურსს მისი დატოვება სურს, სულ მცირე 2.2-მილიონიანი კონტრაქტი უნდა შესთავაზოს.

კომენტარები

ბოლო ამბები