Thumbnail

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგის მე-11 ნომერმა უმარ ნურმაგომედოვმა (16-0) სოციალურ ქსელში სახალისო ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნა, სადაც წონის სხვა ლიდერებთან ერთად, მერაბ დვალიშვილიცაა (16-4) გამოსახული.

სურათზე ნურმაგომედოვი ექსკავატორს მართავს და მსუბუქ ავტომობილებს მისდევს, რომლებსაც შონ ო’მალი, მერაბ დვალიშვილი და ალჯამეინ სტერლინგი მართავენ. უმარი თითქოს ცდილობს, ექსკავატორის ციცხვიდან პოტენციურ მეტოქეებს ქვიშა დააყაროს და დამარხოს.

უმარის ხუმრობა სტერლინგსა და დვალიშვილის ალბათ გაამხიარულებს

ცნობილია, რომ 27 წლის დაღესტნელ მებრძოლს, რომელიც ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილია, ქართველთან ოქტაგონზე დაპირისპირება სურს, თუმცა რეიტინგის პირველადგილოსან დვალიშვილს რამდენად შეიძლება აინტერესებდეს მეთერთმეტე ნომერ ნურმაგომედოვთან შეხვედრა, სხვა საკითხია. ამას გარდა, დვალიშვილმა ახლახან ხელზე ოპერაცია გაიკეთა და ჯერ მკურნალობს, უახლოესი ორთაბრძოლა კი შესაძლოა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილ ჩემპიონსა და ქამრის ასევე ექსჩელენჯერთან, ჰენრი სეხუდოსთან (16-3) ჩაატაროს, რომელიც ქართველს ოქტაგონზე იწვევს. იგივე ითქმის წონის ჩემპიონ ალჯამეინ სტერლინგსა და რეიტინგში მეორე შონ ო’მალიზე.

სანამ სუპერმსუბუქი წონის ლიდერებთან შეხვედრის უფლებას მიიღებდეს, უმარ ნურმაგომედოვს თავის გამოჩენა ჯერ ამერიკელ კორი სენდჰაგენთან (რეიტინგში მე-4) სჭირდება, რომელთანაც დაღესტნელს უახლოესი ორთაბრძოლის ჩატარება მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები