Thumbnail

ამ უიკენდზე ყველაზე მასშტაბური სპორტული ფესტივალი გაიმართება

  • 20-21 მაისს სპორტული ფესტივალი Sport Fest Georgia გაიმართება
  • მასშტაბურ ღონისძიებას ამჯერად ExpoGeoria უმასპინძლებს
  • Sport Fest-ის პარტნიორია europop

20-21 მაისს ExpoGeorgia-ს მე-11 პავილიონში ელიან ყველას, ვისაც ცხოვრების აქტიური წესი აინტერესებს, მასში ჩართვა ან უბრალოდ უიკენდის სასიამოვნოდ გატარება სურს. ყველაზე მასშტაბური სპორტული ფესტივალის ორგანიზატორები, პავილიონის ღია და დახურულ სივრცეებში, ვიზიტორებს არაერთ საინტერესო აქტივობას, ტურნირსა და გასართობს შესთავაზებენ. 

ფესტივალზე დაგხვდებათ სპორტული საგამოფენო ზონა, სხვადასხვა სპორტული აქტივობები, საინტერესო სპიკერები, მრავალფეროვანი კვების ზონა და გემოვნებიანი მუსიკა. წარმოდგენილი იქნება 20-მდე სპორტული ფედერაცია, კლასიკური და ურბანული სპორტის სახეობები, სხვადასხვა სპორტული მაღაზიების, ფიტნეს დარბაზებისა და მთის კურორტების სტენდები. სპეციალურად მოწყობილ გარემოში ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება, უფრო ახლოს გაიცნოს სპორტის ესა თუ ის სახეობა და მასში საკუთარი ძალებიც მოსინჯოს.

Sport Fest Georgia უკვე მეორედ ტარდება. შარშან ფესტივალს დედაენის ბაღმა უმასპინძლა და დიდი ინტერესი გამოიწვია. ღონისძიებას 15 ათასამდე ვიზიტორი დაესწრო. ისევე, როგორც გასულ წელს, europop ამჯერადაც Sport Fest-ის პარტნიორია.

europop-ის სივრცეში დაგხვდებათ სხვადასხვა შეჯიბრი და გასართობი აქტივობა. შაბათსა და კვირას გაიმართება ტურნირი მაგიდის ფეხბურთში (12:00-16:00 საათი - რეგისტრაცია, 17:00 საათი - ჩემპიონატი), ასევე იუთუბ ლიგა პინგპონგში (14:00-16:00 საათი). კვირას 12 საათზე დაიწყება ჩემპიონატი მინი ფეხბურთში. 

Sport Fest წელს ორჯერ გაიმართება. შემოდგომაზე ფესტივალს დედაენის ბაღი უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები