Thumbnail

მეცის ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია და ბუნებრივია, ტოპლიგების კლუბების ინტერესსაც იმსახურებს. ცნობილია, რომ 22 წლის ფორვარდით დაინტერესებულია ინგლისის პრემიერლიგის ბარნლი, ასევე რამდენიმე კლუბი იტალიის სერია A-ში. გიორგის შესახებ ჟურნალისტი 

გიორგი მიქაუტაძის შესახებ წერს Caughtoffside, რომლის ცნობით, 43 მატჩში 25 გოლის გამტანიი ქართველი თავდამსხმელი პრემიერლიგის რამდენიმე კლუბის სამიზნეშია.

გიორგი ლიგა 2-ის სეზონის MVP-ობის კანდიდატია

"გიორგი მიქაუტაძე ის მოთამაშეა, რომელმაც ბოლო დროს არაერთი ევროპული კლუბი დააინტერესა. აშკარაა, რომ მას ლიგა 2-ში ძალიან კარგი მაჩვენებლები აქვს, - წერს ჟურნალისტი ჯონათან ჯონსონი. - არ არსებობს გარანტია, რომ მეცი ერთ-ერთი იქნება იმ ორი გუნდიდან, რომელიც სეზონის ბოლოს ლიგა 2-იდან ლიგა 1-ში აღზევდება. ბოლო ტურებში მეცი მეორე ადგილისთვის იბრძვის და ვნახავთ, რა გამოვა აქედან".
 
მიმდინარე კამპანიის დასრულებამდე არაფერი გაირკვევა და ეს უმთავრესად იმის გამო, რომ თუკი მეცი აღზევდება, დიდი ალბათობით, მიქაუტაძეს წასვლის უფლებას არ მისცემს. ამის მიუხედავად, პრემიერლიგის კლუბები ნაბიჯის გადასადგმელად ემზადებიან და ელიან შესაფერის მომენტს. 

"მის მიმართ ინტერესს ძირითადად პრემიერლიგის ისეთი კლუბები იჩენენ, რომლებიც ტრადიციულ ზედა ოთხეულში არ იმყოფებიან, მაგრამ ევროთასებზე მოსახვედრად იბრძვიან, - ამბობს ჯონსონი. - მისი სტატისტიკის გათვალისწინებით, ის საინტერესო ალტერნატივა შეიძლება იყოს რამდენიმე ისეთი ევროპული კლუბისთვის რომლებიც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებენ".

იმ კლუბებისთვის, რომლებსაც მიქაუტაძეს აკვირდებიან, ტრანსფერისთვის საჭირო 15 მილიონი ევრო არ უნდა იყოს ავანტურული ფასი. შედეგიანობის ჩვენება ინგლისის უმაღლეს დივიზიონში რომც ვერ მოახერხოს, გადახდილი თანხის გათვალისწინებით, ტრანსფერი პრობლემური არ უნდა იყოს".

გიორგი მიქაუტაძეს საფრანგეთის ლიგა 2-ის 34 თამაშში 22 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს. ის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა, ხოლო საუკეთესო ასისტენტებში - მეორეზე. 

გიორგიმ ეროვნული ნაკრების 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა

35 ტურის შემდეგ მეცს 65 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და მხოლოდ ქულით ჩამორჩება საგზურისთვის ბრძოლაში კონკურენტ ბორდოს, რომელიც მეორეა. ლიგა 1-ში ორი გუნდი აღზევდება, ჩემპიონატის დასრულებამდე კი 3 ტურია დარჩენილი. ჟირონდელები მომდევნო შეხვედრას 20 მაისს, სტუმრად გენგამთან ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები