- ქართველი ლეგიონერი შვიდ საუკეთესო ფრენბურთელს შორის დაასახელეს
- ანა კალანდაძე: ბავშვობაში სამაგალითო ფრენბურთელი მაკლდა და მინდა, მე ვიყო ასეთი
24 წლის ქართველი ფრენბურთელი ანა კალანდაძე ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
საუკეთესოების გამოსავლენად ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი ქომაგთა გამოკითხვას ატარებდა და სასიხარულოა, რომ კალანდაძე რჩეულ შვიდ ფრენბურთელს შორის დაასახელეს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ლეგიონერი პოლონური დოლინა ჟეშუვის ღირსებას იცავს და გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მეოთხედფინალამდე მისვლა მოახერხა, სადაც მისი გუნდი მომავალ ფინალისტი ეკზაჩიბაშისთან (თურქეთი) დამარცხდა.
კომენტარები