Thumbnail

აღიარება კოლეგებისგან - გურამ კაშია და ჯაბა კანკავა სეზონის სიმბოლურში

  • სლოვანის ქართველი ლეგიონერები ფორტუნა ლიგის სეზონის სიმბოლურში მოხვდნენ
  • გამოკითხვა სლოვაკეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა მოთაშეებში ჩაატარა

გურამ კაშია და ჯაბა კანკავა, რომლებიც ახლახან ბრატისლავის სლოვანთან ერთად სლოვაკეთის ჩემპიონები ზედიზედ მეორედ გახდნენ, სლოვაკეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა (ÚFP) სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. 

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი კაპიტნები გამოკითხვაში მონაწილეობდნენ, რომელიც საუკეთესოთა გამოსავლენად სლოვაკეთის ჩემპიონატის მოთამაშეთა შორის ჩატარდა. 35 წლის გურამ კაშია სიმბოლურ გუნდში მცველებს შორის მოხვდა, 37 წლის ჯაბა კანკავა - ნახევარმცველებში. 

გამოკითხვის წესის თანახმად, სლოვაკური ლიგის ყველა მოთამაშეს სამი საუკეთესო უნდა დაესახელებინა. პირველ ადგილზე დასახელებული ფეხბურთელი 5 ბალს იღებდა, მეორე ადგილზე დასახელებული - 3 ბალს, ხოლო მესამეადგილოსანი - 1 ბალს. ამგვარად, ჯაბა კანკავამ ჯამში 50 ბალი მიიღო, ხოლო გურამ კაშიამ და გუნდის კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ჩაკვეტაძემ - 17-17. 

სეზონის საუკეთესო მოთამაშედ კაშიას, კანკსავასა და ჩაკვეტაძის თანაგუნდელი, უმცროსი ვლადიმირ ვაისი დასახელდა, რომელსაც 384 ბალი დაუგროვა. 

საქართველოს ყოფილი თავკაცის ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა სლოვანმა ზედიზედ მეხუთედ მოიგო სლოვაკეთის ჩემპიონატი. ბრატისლავის გუნდმა სტუმრად 2:1 დაამარცხა ბანსკა ბისტრიცა და ტურით ადრე ყველასთვის მიუღწეველი გახდა. 

2022/23 წლების ფორტუნა ლიგაში გურამ კაშიამ 22 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 1 საგოლე პასი. ჯაბა კანკავას ანგარიშზე 21 შეხვედრაში 1 გოლი და 3 პასია, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძეს 24 თამაშში 1 გოლი და 4 ასისტი აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები