Thumbnail
  • საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მეცის აღზევების შანსზე
  • მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა გიორგი მიქაუტაძის სეზონიც შეაფასა 

მეცის ყოფილმა ნახევარმცველმა რობერ პირესმა, რომელმაც საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოსა (1998) და ევროპის ჩემპიონატები (2000) მოიგო, თავის ყოფილ გუნდსა და მის ლიდერ გიორგი მიქაუტაძეზე აზრი გამოთქვა. 

საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში სამი ტურია დარჩენილი, მეცი (65 ქულა) კი სატურნირო ცხრილში მესამეა და საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს. ჟირონდელები მხოლოდ ქულით ჩამორჩებიან ბორდოს (66), პირველზე კი ლე ავრია (71). 49 წლის რობერ პირესის აზრით, მისი გუნდისთვის სეზონი საკმაოდ წარმატებული გამოვიდა, ახლა კი გადამწყვეტი ბრძოლაა.

ქართველი ბომბარდირის მიმართ პრემიერლიგასა და სერია A-ში ინტერესდებიან

"ვფიქრობ, მეცის სეზონი საკმაოდ კარგი და საინტერესოა იმ თვალსაზრისით, თუ რას აკეთებს, როგორ თამაშობს. ეს მნიშვნელოვანია თანამედროვე ფეხბურთის ფონზე, რომლის ნახვაც შეიძლება ლიგა 1-სა და ლიგა 2-ში. ჩემი აზრით, ლასლო ბოლონიმ (მეცის მთავარი მწვრთნელი) ამ გუნდში რაღაც ახალი მოიტანა. 

შაბათის მოგება გრენობლთან კარგი იყო, რადგან პარალელურად, ბორდოს ფეხი დაუცდა. ასე რომ, დარჩა სამი მატჩი, სამი ფინალი, რომელთა მოგება გვჭირდება. ბორდოს შეცდომის იმედიც მაქვს. 

ამ დროისთვის კი კლუბში ყველაფერი საკმაოდ კარგადაა. პრეზიდენტის მიზანი, ელიტაში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებაა. წელს ამის შანსი არსებობს. კლუბის მიზანი ლიგა 1-ში ანაცვლებაა. ეს მნიშვნელოვანია გიორგი მიქაუტაძესთან მიმართებაშიც, რომლის გადაბირებით არაერთი კლუბია დაინტერესებული. ესეც ფეხბურთის ნაწილია. მას ხომ ძალიან კარგი სეზონი აქვს და ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირიც გახდება", - აქვეყნებს პირესის სიტყვებს ფრანგული მედია.

გიორგი მიქაუტაძეს საფრანგეთის ლიგა 2-ში ჩატარებულ 34 თამაშში 22 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს. 22 წლის ქართველი თავდამსხმელი ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა, ხოლო საუკეთესო ასისტენტებში - მეორეზე. 

საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურში მიქაუტაძის მეცი სტუმრად გენგამს ეთამაშება, ხოლო ზურიკო დავითაშვილის ბორდო შინ ლავალს მიიღებს. ორივე შეხვედრა 20 მაისს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები