- პეპ გვარდიოლამ პრემიერლიგის მოგება უიმბლდონის მოგებას შეადარა
- ესპანელმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ყველაფერი მანჩესტერ სიტის ხელშია
მანჩესტერ სიტის პრემიერლიგის მოგებამდე ცოტაღა აშორებს. თუ არსენალი ნოტინგემ ფორესტს ვერ მოუგეს და მანჩესტერ სიტი ჩელსის დაამარცხებს, პეპ გვარდიოლას გუნდი ჩემპიონობას კვირას გაინაღდებს.
ესპანელმა მწვრთნელმა პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლა უიმბლდონის ტიტულისთვის ბრძოლას შეადარა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ ტურნირის მოგება ურთულესი საქმეა.
"ჩოგბურთელები ხშირად ამბობენ, რომ უიმბლდონის ტიტულისთვის ჩაწოდება ურთულესია. ასეთია პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლაც. არ ჩერდები და მუდმივად იბრძვი. კმაყოფილები ვართ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით, მაგრამ ახლა ურთულესი პერიოდი მოდის.
კვირას ჩელსის ვეთამაშებით, ყველაფერი ჩვენს ხელშია. ამ ტურნირის მოგება უმნიშვნელოვანესია. გუნდს ყოველთვის ვიცავ, როცა ვმარცხდებით და ამან ძალიან გაგვაძლიერა. არსენალს რომ ეს რიტმი სეზონის მეორე ნახევარშიც შეენარჩუნებინა, მათ ვერ დავეწეოდით, მაგრამ ქულები დაკარგეს და ახლა პირველ ადგილზე ვართ'', - განაცხადა გვარდიოლამ.
მანჩესტერ სიტის 85 ქულა აქვს და არსენალს 4 ქულით უსწრებს. პეპის გუნდი ბოლო სამ ტურში ჩელსის, ბრაიტონსა და ბრენტფორდს ეთამაშება.
კომენტარები