- ქართველი მებრძოლი, ამირან გოგოლაძე ოქტაგონს დაუბრუნდა
- ამირანმა 9-თვიანი პაუზის შემდეგ იჩხუბა და კარიერაში მეთხუთმეტედ მოიგო
ამირან გოგოლაძემ ჩეხურ-სლოვაკურ ორგანიზაცია ოქტაგონში მილიონიანი გრანპრის მოსაგებად ბრძოლა დაიწყო. ამირანის ოქტაგონში დებიუტი თავდაპირველად გადაიდო, რადგანაც 4 მარტს დანიელ ლუის გლისმანთან უნდა ეჩხუბა, თუმცა წონა ვერ ჩააბარა.
სასიხარულოა, რომ 20 მაისს გასამართი ჩხუბი მაინც შედგა. გოგოლაძის მეტოქე მოლდოველი იუნ სურდუ ჩხუბს ჩაეხსნა, თუმცა ინგლისელმა ლიამ ეტებარმა ჩხუბზე თანხმობა განაცხადა და ბრძოლაც ჩატარდა.
ამირანმა ოქტაგონზე 3 რაუნდი გაატარა და ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო. გოგოლაძეს კარიერაში 15 მოგება და 3 მარცხი აქვს.
ამირანმა ბოლოს აგვისტოში იჩხუბა და Dana White's Contender Series-ის ფარგლებში გამართული ჩხუბის პირველ რაუნდში ამერიკელ დარიუს ფლაუერზთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. ქართველ მებრძოლს ხელი ამოუვარდა და ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
მილიონიანი გრანპრის მოსაგებად ორგანიზაციის მიერ შერჩეული 15 მებრძოლი იბრძვის და მათ კიდევ ერთი სპორტსმენი დაემატათ, რომელიც მაყურებელმა აირჩია. გოგოლაძე შემდეგ ეტაპზეა და გრანპრის მოსაგებად კიდევ სამჯერ უნდა გაიმარჯვოს.
კომენტარები